"საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა, რომელიც მივიღეთ, სარკისებურად ასახავს ჩვენს 4 პუნქტიან გეგმას“ - ქუმსიშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:42, 20 Dec, 2017     1020
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ლარიზაციის რეფორმას.

,,ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ჩვენ 2016 წლის ბოლოს დავიწყეთ და 2017 წლის ბოლოს გავაგრძელეთ, არის ლარიზაციის რეფორმა. მე ვთვლი, რომ არის ძალიან წარმატებული რეფორმა. ამ მიმართულებით ჩვენ ათსაფეხურიანი მოქმედების გეგმა შევიმუშავეთ ეროვნულ ბანკთან ერთად და დავიწყეთ მისი იმპლემენტაცია. მათ შორის, დღეს უკვე გატარებული საკანონმდებლო ინიციატივით მოვახერხეთ ის, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში პრაქტიკულად 70 % ლარში არის გადასული და ძალიან მალე, თითქმის მთელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დაკრედიტება იქნება ლარში გადასული. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაზე მოწყვლად ფენას არ ექნება შესაბამისი რისკის ფაქტორი საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე. “ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ზოგადად, კომერციულ ბანკებში პორტფელის ლარიზაციის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებია. „ზოგადად ლარიზაციის, ან ეროვნულ ვალუტაზე ეკონომიკის გადაყვანის პროცესი ქვეყნებში გრძელდება 5-7 წელი. გვაქვს მაგალითებიც, როდესაც 10 წელიც გაგრძელდა. თუმცა ჩვენ, მოკლე პერიოდში საკმაოდ საგრძნობი შედეგები მივიღეთ. ჩვენ მხოლოდ ფიზიკური პირების სესხების ლარიზაციის მიმართულებით, მთლიანი პორტფელი 54, 6 %-მდე გავზარდეთ. ამ მიმართულებით, როგორც მოგახსენეთ, ქმედებები და იმპლემენტაცია აუცილებლად გაგრძელდება, და შესაბამისად, მაქსიმალურად შევამცირებთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გარე ფაქტორებზე დამოკიდებულებას“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი განცხადებით, მთავრობის მიერ გადადგმულმა გადადგმულმა ნაბიჯებმა შესაძლებლობა მოგვცა, 2016 წლის ნოემბერში განახლებულიყო მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელიც წარმატებით დასრულდა უკვე 2017 წლის აპრილში. „მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა, რომელიც მივიღეთ, სარკისებურად ასახავს ჩვენს 4 პუნქტიან გეგმას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,-‘’განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42