"2017-2021 წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 15 მიალიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება" - დიმიტრი ქუმსიშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:21, 20 Dec, 2017     940
„ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის მაღალ ნიშნულზე აყვანისთვის, ჩვენ ვგეგმავთ, დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი“ ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„2017-2020 წლებში დაგეგმილი გვაქვს 19 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ეს არის მხოლოდ საბიუჯეტო ინვესტიციები ამ მიმართულებით. ამ თანხიდან 8 მილიარდ ლარზე მეტი მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, გავაუმჯობესოთ ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი და გავხდეთ „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეს კი თავისთავად დამატებითი და გაზრდილი შემოსავლებია ქვეყნის ეკონომიკაში“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე ინფრომაციით, რეფორმების წარმოდგენილი გეგმით, 4 წლის განმავლობაში აშენდება მინიმუმ 800 კმ ახალი გზა, ხოლო მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურებით შეიქმნება დამატებით 50 ათასი სამუშაო ადგილი.

ჯამში, 2017-2021 წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 15 მიალიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება, რომლის ფარგლებშიც, განხორციელდება ქვეყნის ძირითადი სატრანსპორტო ხერხემლის - აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულება, ასევე განხორციელდება ჩრდილოეთ-სამხრეთ კორიდორის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ტურისტული, ენერგო და სხვა სახელმწიფო თუ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა- რეაბილიტაცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42