„ოუშენის 8 მეგობარი“ – ალბათ ყველასთვის კარგად არის ცნობილი ჰოლივუდის ისტორია დენი ოუშენზე და მის 11, 12 და 13 მეგობარზე. ტრილოგია დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, „ოუშენის 13 მეგობრის“ კინოეკრანიზაციის შემდეგ, რეჟისორმა სტივენ სოდერბერგმა გადაჭრით აღნიშნა, რომ გაგრძელებას აღარ უნდა დავლოდებოდით მეოთხე ნაწილის სახით, თუმცა გამოსავალი მარტივად მოიძებნა - 2018 წელს მსოფლიო ახალ ფილმს - „ოუშენის 8 მეგობარს“ იხილავს, ამჯერად ქალბატონების აფიორის ისტორიას, მტავარი გმირი კი დენი ოუშენის და გახლავთ, დები, რომლის როლსაც სანდრა ბულოკი ასრულებს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ძვირფასეულობის მოპარვა, ძვირფასეულობის რომლებსაც ვარსკვლავები Met Gala-ზე ირგებენ. ამისთავის მას კარგად მომზადებული გუნდი სჭირდება. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ კეიტ ბლანშეტი, ენ ჰეტევეი, რიანა და რა თქმა უნდა ჯორჯ ქლუნი და მეთ დეიმონი. ეკრანზე ჩვენ ასევე ვიხილავთ კიმ კარდაშიანს, კაილისა და კენდალ ჯენერს, ასევე ადრიანა ლიმასა და სხვა ვარსკვლავებს.
მსოფლიო პრემიერა 2018 წლის 8 ივნისს არის დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები






