თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხნის (ATC) ტექნიკური აღჭურვის პროცესი დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:30, 19 Dec, 2017     1742
„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხნის (ATC) მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. „საპარტნიორო ფონდისა“ და მაღალი ტექნოლოგიების მსხვილი საერთაშორისო კომპანია „ელბიტის“ ერთობლივი პროექტით გათვალისწინებული ქარხნის მშენებლობა 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

85 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიით წარმოებას ითვალისწინებს და საერთაშორისო დონის მაღალ ხარისხს უზრუნველჰყოფს.

„ახალი საწარმო პირველ პროდუქციას 2018 წლის ბოლოს გამოუშვებს. კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნულ ვადაში სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური დეტალების გამოშვებას გეგმავენ, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე, როგორც ფასით, ასევე ხარისხით, კონკურენტული იქნება. საწარმო, მსოფლიოში ახალ თვითმფრინავებზე მზარდი მოთხოვნისა და საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს გათვალისწინებით, წარმატებული იქნება,“-განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხნის (ATC) დათვალიერებისას.

„დღეისათვის კომპანიაში 50 -მდე სპეციალისტია დასაქმებული. 2018 წლისთვის კი ეს რიცხვი 80-ს მიაღწევს. ქარხნის სრულყოფილად ამუშავების შემდეგ 300 სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამ დროისთვის კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების 90 პროცენტზე მეტი საქართველოს მოქალაქეა. ამ ეტაპზე კომპანიის 40-მდე თანამშრომელი ისრაელში გადამზადებას სხვადასხვა მიმართულებით გადის. ტრენინგები ისრაელში პერმანენტულად მიმდინარეობს. საწარმოში მუშაობისთვის საჭირო გამოცდილების შეძენაში მათ კომპანია „ელბიტის“ კვალიფიციური პერსონალი ეხმარება“,- განაცხადა თვითფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხნის (ATC) ფინანსურმა დირექტორმა მიხეილ ბეგიაშვილმა.

კომპანია სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილებს კომპოზიტური მასალებისგან ისეთი მსხვილი ავიამწარმოებლებისათვის დაამზადებს, როგორიც Boeing-ი და სხვა ცნობილი ავიამწარმოებლები არიან. ქარხანა სერტიფიცირებული იქნება უმსვილესი საავიაციო კომპანიების მიერ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42