საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებს დაადგენს. სემეკის ცნობით, საჯარო სხდომაზე დადგინდება ჰიდროელექტროსადგურების - „ჟინვალჰესის“, „ლაჯანურჰესის“, „რიონჰესის“, „ძევრულჰესის“, „გუმათჰესების კასკადის“, შაორჰესის, „ვარდნილჰესების კასკადის“, „ენგურჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები.
„გაგრძელდება მსჯელობა შპს „ჯიფაუერისთვის“, შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ და შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენაზე.
ამავე სხდომაზე კომისია იმსჯელებს შპს „ენერგოტრანსისთვის“, სს „საქრუსენერგოსთვის“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფების დადგენაზე, ხოლო სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ - ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფების დადგენაზე. სხდომა 11:00 საათზე დაიწყება, რომელიც საჯაროა და დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია“, – აცხადებენ კომისიაში.
„ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ სემეკი მათ ტარიფს გაუზრდის. ამჟამად წარმოების ტარიფი მათთვის განსაზღვრულია 1,496 თეთრი კილოვატ საათზე.
„ველოდებით, რომ ჩვენი ტარიფი მცირედით გაიზრდება. ეს სამომხმარებლო ტარიფზე, ალბათ, იქონიებს გავლენას. ამჟამად წარმოების ტარიფია 1,496 თეთრი კილოვატ საათზე, ჩვენ ველოდებით, რომ 1,8 თეთრამდე გაიზრდება. 2018-20 წლებში ჩვენ განსაზღვრული გვაქვს კაშხალზე სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები შეთანხმებულია როგორც ქართულ, ასევე აფხაზურ მხარესთან“, - განაცხადა მებონიამ.
გასული წლის 23 დეკემბერს ჰიდროელექტროსადგურების ტარიფთან დაკავშირებით სემეკმა გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულმა კომისიამ საუბარია ენერგო-პრო ჯორჯიას კუთვნილი 9 ჰიდროელექტროსადგურიდან ერთ ჰიდროელექტროსადგურს ტარიფი დაახლოებით 2 თეთრით გაეზარდა, ხოლო დანარჩენ 8-ს დაახლოებით ნახვერი თეთრით შეუმცირდა .
აწჰესის ახალი ტარიფი - 5,865 ლარი დადგინდა, სწორედ აღნიშნული ჰესის ტარიფი 1,798-ით გაიზარდა. რაც შეეხება დანარჩენ 8 ჰიდროელექტროსადგურს - ახალი ტარიფების მიხევდით, რიონჰესი 3.301, საცხენჰესი 5. 301, ჩითახევი 3.807 , ძევრულჰესი 2.616 , გუმათჰესი 2.004 ლაჯანურჰესი 1.593 , ორთაჭალაჰესი 2.325.
მასალის გამოყენების პირობები






