თუმცა, ხშირად, შვილის სწორად აღზრდის მცდელობაში, მშობლები ან ზედმეტად მკაცრები არიან, ან პირიქით. რთულია, განსაზღვრო , როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, ყველა ბავშვი, რომ ინდივიდუალურია, თუმცა ფსიქოლოგები გვაძლევენ რჩევებს, როგორი ქცევების შემთხვევაში შეიძლება ბავშვის თვალში მშობელმა ავტორიტეტი დაკარგოს.
1. კონტროლის დაკარგვა ფიზიკური დასჯა - თუკი ხმას აუწევთ, ყვირით და ბავშვის ფიზიკურად დასჯას გადაწყვეტთ, ჩათვალეთ, რომ მის თვალში მხოლოდ ფიზიკური ძალის მქონე ადამიანი ხართ, რომელსაც პრობლემების გადაჭრის უნარი, პასუხები არ აქვს და უსუსურობის დამალვას ძალის გამომჟღავნებით ცდილობს. შესაბამისად, თვითონაც აგრესიულ ქმედებებზე გადადის.
2. შანტაჟი - "ნუ მაბრაზებ , თორემ ცუდად გავხდები", " ასე თუ მოიქცევი, იცოდე მოვკვდები" - მსგავსი ფრაზები ბავშვს მშობლის დაკარგვის შიშს უჩენს და ფიქრობს, რომ ისინი იმდენად უძლურები არიან, რომ მათი სიცოცხლე, მის უმნიშვნელო ქმედებებზეა დამოკიდებული.
3. როცა არა-ს ვერ ეუბნებით - არავინ ამბობს, რომ შვილთან განსაკუთრებული სიმკაცრე აუცილებელია, თუკი მასთან მშვიდად ახერხებთ გარკვეული საკითხების მოგვარებას. მაგრამ უნდა შეგეძლოთ მისთვის არა-ს თქმა, იმისთვის, რომ გაიგოს, არსებობს საკითხები, რომლებმაც შეიძლება მას ზიანი მიაყენოს, ან სხვა დააზიანოს.
4. როცა მშობლებს მუდმივი უთანხმოება აქვთ - თუკი თქვენი ჩხუბს ბავშვი შეესწრო ან უბრალოდ ხმამაღლა ლაპარაკი გაიგონა, მის თვალში ავტორიტეტს დაემშვიდობეთ. როდესაც ზრდასრული ადამიანებს ერთმანეთთან მშვიდად საუბარი არ შეგიძლიათ, ბავშვისთვის რა მაგალითის მიცემაზეა საუბარი.
5. როცა მშობელი არასოდეს იხდის ბოდიშს - როდესაც მშობელი არასდროს აღიარებს საკუთარ შეცდომებს, არ იხდის ბოდიშს და ცდილობს თავისი არასწორი საქციელი ყველანაირად გაამართლოს, ან უბრალოდ არ შეიმჩნიოს, ბავშვში უსამართლობის გრძნობას იწვევს. ბავშვი ფიქრობს, რომ მხოლოდ იმიტომ რომ ის დედაა, ან მამა ეპატიება ის, რასაც მას არ აპატიებდნენ და ეს პროტესტის გრძნობას უჩენს.
მასალის გამოყენების პირობები






