ბრედ პიტი პოპულარული გახდა 1990-იან წლებში, როდესაც რამდენიმე ჰოლივუდურ ფილმში მიიღო მონაწილეობა. ბრედ პიტს 1995 წელს შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში „თორმეტი მაიმუნი“ მიეკუთვნა ოქროს გლობუსის ჯილდო და ოსკარის ნომინაცია. პიტი მედიის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მამაკაცი.
1988 წელს, პიტმა ითამაშა პირველად მთავარი როლი ფილმში „მზის ბნელი მხარე“. შემდეგ მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო ფილმში „ახალგაზრდა სიკვდილისთვის?“
პიტმა პუბლიკის ყურადღება მიიპყრო მეორეხარისხოვანი როლით ფილმში „თელმა და ლუიზა." მისი სასიყვარულო სცენა დეივისთან, სადაც პიტი გვევლინება წელს ზევით შიშველი, კოვბოის ქუდში, განიხილება როგორც „სიმბოლური“, რომელიც ხშირად მოწმობს და საზღვრავს პიტს როგორც „სექს სიმბოლოს“.
შემდეგ იყო ფილმების მთელი სერიები. 90-იანების დასაწყისში, შეიძლება ითქვას, თავისი საკულტო როლები შეასრულ - „შემოდგომის ლეგენდებში“ (1994) და „შვიდში“ (1995). ამის შემდეგ ბრედ პიტი ნომინირებული იყო ოსკარზე, საკუეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში „12 მაიმუნი“ (1995).
1997 წელს, პიტმა ითამაშა ჰარისონ ფორდთან ერთად ფილმში „ეშმაკის საკუთრება." შემდეგ იყო „შვიდი წელი ტიბეტში“. ამ ფილმის გამო, ჩინეთის ხელისუფლებამ, პიტს და თეულისს აკურძალეს სამუდამოდ ჩინეთში შესვლა.
1998 წელს პიტმა შეასრულა მთავარი როლი, ფილმში „გაიცანით ჯო ბლეკი“. 1999 წელს პიტმა ითამაშა ჩაკ პალანიკის ცნობილი რომანის ეკრანიზაციაში „მებრძოლთა კლუბი“.
2001 წელს პიტმა ითამაშა ფილმში „ჯაშუშური თამაშები“, 2001 წელს პიტმა ითამაშა თავის დიდი ხნის მეგობართან ჯულია რობერტსთან ერთად ფილმში „მექსიკელი“. წლის დასასრულს კი დაასრულა „ოუშენის ტერთმეტი მეგობრის“ გადაღებებში მონაწილეობა.
ამის შემდეგ მან მრავალ ფილმში ითამაშა, მათ შორის „ოუშენის 12 მეგობარი“, „ტროა“. 2005 წელს კი ითამაშა ფილმში „მისტერ და მისის სმითები“, სადაც მას პარტნიორობას უწევდა ანჯელინა ჯოლი. სწორედ ამ ფილმის გადაღებებზე შეუყვრდათ მათ ერთმანეთი.
2006 წელს პიტი იყო პროდიუსერი ოსკაროსანი ფილმისა „მიცვალებულები“. მას ამავე ფილმში ლეიტენანტ კოლინ სალივანის როლი უნდა შეესრულებინა, მაგრამ როლი მეტ დეიმონს დაუთმო და თავად მონაწილეობა მიიღო ფილმში „ბაბილონი“. პიტი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ფილმების მოყვარული იყო და ამიტომ დაინტერესდა ამ პროექტით. ფილმში ის კეიტ ბლანშეტთან ერთად თამაშობდა. ფილმმა მოიპოვა ერთი ოსკარი და ჯამში 7 ნომინაცია, აგრეთვე ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე, მათ შორის ბრედ პიტი, მეორეხარისხოვანი როლისთვის.
პირადი ცხოვრება:
ბრედ პიტი სასიყვარულო ურთიერთობებით მუდამ ყურადღების ცენტრში იყო.
2000 წლის 29 ივლის ბრედი მსახიობ ჯენიფერ ენისტონზე დაქორწინდა. ჯენიფერის და პიტის ქორწინებამ 4 წელი გასტანა, ამ დროის განმავლობაში ხშირად იყო ჭორები მათი დაშორების შესახებ. პიტი ჯენიფერს ოფიციალურად 2005 წელს გაეყარა. როდესაც პიტის და ანისტონის ქორწინება უკვე ბოლო დღეებს ითვლიდა, ის და მსახიობი ანჯელინა ჯოლი გაეხვიენ საყოველთაო სკანდალში, სადაც ანჯელინას ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც „სხვა ქალს“. 2005 წლის 25 მარტს შეიტანა, ხოლო 2005 წლის 2 ოქტომბერს ოფიციალურად გაშორდნენ პიტი და ენისტონი ერთმანეთს.
ერთი თვის შემდეგ, მას მერე რაც ანისტონმა შეიტანა დოკუმენტი გაყრის შესახებ, 2005 წლის აპრილს, პაპარაცების მიერ იქნა გადაღებული სურათები, რომელიც ადასტურებდა იმ ჭორს, რომელიც არსებობდა ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლის შორის. ფოტოებზე, რომელიც გაიყიდა 500 000 დოლარად, ნაჩვენები იყო პიტი, ჯოლი და მისი შვილი მედოქსი სანაპიროზე, კენიაში. ზაფხულის განმავლობაში, წყვილს სულ უფრო და უფრო ხშირად ხედავდნენ ერთად, რის მერეც მედიამ მათ „ბრანჯელინა“ შეარქვა.
როგორ აღმოჩნდა, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რომანი 2005 წელს, ფილმ "მისტერ და მისის სმიტების" გადაღებაზე დაიწყო, რომელშიც მსახიობები მთავარ როლებს ასრულებდნენ. წლების განმავლობაში მათ მსოფლიოს ულამაზეს წყვილად აღიარებდნენ.
წყვილს 6 შვილი ჰყავს. აქედან სამი ნაშვილებია. ბრედმა ანჯელინას 3 ნაშვილები ბავშვი მედოქს ჩივანი (05.08.01წ.), პაქს ტიენი (29.11.03წ.), ზაჰარა მარლი (08.01.05წ.) იშვილა.
თანაცხოვრების პერიოდში კი მათ სამი შვილი გაუჩნდათ შაილო ნუველი (27.05.06წ), ტყუპები –ნოქს ლეონი და ვივიენ მარშელინი (12.07.08წ.)
ანჯელინა და ბრედმა 2014 წელს იქორწინეს.
2016 წლის სექტემბერში კი მსოფლიოს ულამაზეს და გავლენიან წყვილად აღიარებული ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შოკისმომგვრელი და სკანდალური განქორწინების შესახებ გახდა ცნობილი.
ნჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის 12 წლიანი ურთიერთობის დანგრევის ერთ-ერთ ვერსიად თავიდანვე ბავშვები დასახელდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯოლიმ პიტთან დაშორების გადაწყვეტილება, ბრედის მიერ მათი ერთ-ერთი შვილის მედოქსის ცემის გამო მიიღო. რაც პიტის იმიჯისთვის სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა.
გავრცელებული ცნობით, წყვილი შვილებთან ერთად საფრანგეთიდან ლოს ანჯელესში კერძო თვითმფრინავით მიფრინავდა. 15 წლის მედოქსთან კამათისას ბრედმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ხელი გაარტყა.
თუმცა, FBI-მ და ბავშვთა და ოჯახის საკითხებზე ლოს ანჯელესის სოციალურმა დეპარტამენტმა გამოძიების შედეგად აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურა და მსახიობის წინააღმდეგ აღძრული საქმე დახურა.
კამერის წინაშე ანჯელინა ჯოლი პირველად, განქორწინების ცნობიდან 6 თვეში გამოჩნდა. სწორედ მაშინ ისაუბრა პირველად ბრანჯელინას დასასრულზეც. „ჩვენ ვართ ოჯახი და ყოველთვის დავრჩებით ოჯახად. აუცილებლად გადავიტანთ ამ სიტუაციას და დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფრის წყალობით გაცილებით ძლიერები გავხდებით“ - განაცხადა ჯოლიმ.
მოგვიანებით კი, სრულიად ინტერნეტსივრცე დაიპყრო ბრედ პიტის ახალმა ფოტოებმა გულახდილმა ინტერვიუმგანქორწინებისა და მისი ცხოვრების შესახებ. სკანდალური განქორწინებებისა და ბრალდებების შემდეგ, ბრედმა პირველი ინტერვიუსთვის ჟურნალი GQ აირჩია. სოციალური ქსელების მომხარებლების რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, ერთი ინტერვიუთი, ერთ დღეში იმიჯი ასე სწრაფად ალბათ, არასოდეს, არავის აღუდგენია. ბრედმა ისაუბრა განქორწინების შემდეგ არსებულ სირთულეებზე, ფსიქოთერაპიის კურსზე, ალკოჰოლთან დამოკიდებულების დაძლევაზე და ყველაფრის თავიდან დაწყების სურვილზე.




















მასალის გამოყენების პირობები






