"მის ერაყს" "მის ისრაელთან" გადაღებული სელფის გამო მოკვლით ემუქრებიან - ოჯახმა ერაყი დატოვა
მსოფლიო - 16:09, 18 Dec, 2017     8808

"მის ერაყის" ოჯახი მუქარის გამო იძულებული გახდა ერაყი დაეტოვებინა.

საქმე "მის ერაყისა" და "მის ისრაელის" სელფს ეხება, რომელიც ერთი თვის ერაყის წარმომადგენელმა გამოაქვეყნა ინსტაგრამზე. ფოტოს გამოქვეყნებისთანავე, მის ერაყს მოკვლით დაემუქრნენ. ახლა კი გოგონას ოჯახმა ქვეყანა დატოვა. თავად სარას ორმაგი მოქალაქეობა აქვს - ერაყის და აშშ-ის. გავრცელებული ცნობით, მას ერაყის მოქალაქეობის წართმევითაც ემუქრებიან.

როგორც "ინდეფენდენთი" იტყობინება, რომ "მის ერაყმა" 27 წლის სარა იდანმა, "მის ისრაელთან" გადაღებული ფოტო ინსტაგრამზე, ერთი თვის წინ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა:

"მშვიდობა და სიყვარული მის ერაყისგან და მის ისრაელისგან" - წერია ფოტოს აღწერაში, რომელიც ლას-ვეგასში, "მის სამყაროზე" გადაიღეს.

იდანის თქმით, ფოტოს ატვირთვიდან მეორე დღეს ზარებმა გააღვიძა.

"კონკურსის ორგანიზატორებმა დამირეკეს და მითხრეს, სამინისტროს მოთხოვნა იყო, ფოტო წამეშალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაცია ტიტულს ჩამომართმევდა" - განაცხადა სარა იდანმა.

საქმე იმაშია, რომ ერაყსა და ისრაელს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ. ერაყი ისრაელის სახელმწიფოს არ აღიარებს.

სარამ ფოტო არ წაშალა, თუმცა ახალი პოსტი გამოაქვეყნა და ბოდიში მოუხადა ყველას, "ვინც ჩათვალა, რომ სელფი პალესტინაზე თავდასხმა იყო."

შეგახსენებთ, 45-წლიანი პაუზის შემდეგ, ერაყმა წარმოამდგენელი "მის სამყაროზე" პირველად გაუშვა. კონკურსზე სარა იდანის ბიკინებში გამოჩენამ ერაყში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42