კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია დღეს ჩოხატაურს ეწვევა
საზოგადოება - 09:35, 17 Jul, 2013     519
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი VI საერთაშორისო პოეზიის ფესტივალის "მთელი ხმით" მონაწილეებთან ერთად, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრებიან, დაესწრებიან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლის "ნართი" კონცერტსა და ამავე ცენტრთან არსებული სახალხო თეატრის იმპროვიზირებულ გამოსვლას.


VI საერთაშორისო პოეზიის ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ფესტივალის მონაწილეების მიერ, ჩოხატაურში მდებარე ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერში, მწერლის ბიუსტის ყვავილებით შემკობა; ფესტივალის ფარგლებშივე გაიმართება საბავშვო ნახატების გამოფენა - "მე ვხედავ მზეს"; ასევე ნოდარ დუმბაძის საბავშვო რუსულ–ქართული გამოცემის "ლექსები ბავშვებს" პრეზენტაცია; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლების "ხასანბეგურა" და "ილეკრო"კონცერტები.


VI საერთაშორისო პოეტური ფესტივალი "სრული ხმით" 13-22 ივლისს საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას იღებენ, როგორც ქართველი, ისე უცხოელი პოეტები. ფესტივალში ჩართულია 70-ზე მეტი პოეტი და მთარგმნელი აშშ-დან, კანადიდან, რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. უცხოელ კოლეგებს უმასპინძლებენ ცნობილი ქართველი ლიტერატორები.
ფესტივალი "სრული ხმით" ეძღვნება ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 85-ე და ვლადიმერ მაიაკოვსკის დაბადებიან 120-ე წლისთავს.


ათი დღის განმავლობაში პოეტური მარათონი მოიცავს 17 ქალაქს - თბილისი, რუსთავი, გორი, ახალქალაქი, მარნეული, ფოთი, ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, მარტვილი, ზუგდიდი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ბაღდათი და ქუთაისი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42