საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ საკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურატურაში იმყოფებოდა, თუმცა გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადა და დაკითხვაზე არ შევიდა.
ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ პუტინს უკრაინის ხელისუფლება იმიტომ ადარდებს, რომ დროულად გაასამართლონ და დააბრუნონ საქართველოში:
„ეს პროცესი იმის შესახებაა, რომ მე თითქოს ვარ „ეფ-ეს-ბე“-ს აგენტი, რომელიც ცდილობს, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, აქ ზის ხალხი, რომელიც ერთი-ერთში იმეორებს პრეზიდენტ პოროშენკოსა და გენპროკურორის ვერსიას, ვლადიმერ პუტინმაც განაცხადა, რომ ვაწყობ გადატრიალებას, რასაც პირადად ის რუსეთში არ დაუშვებს, თუმცა რუსეთშიც არანაკლები რაოდენობით არიან კორუმპირებულებიც. ამიტომ ადარდებს პუტინს უკრაინის ხელისუფლება, რომ დროულად გამასამართლონ და დამაბრუნონ საქართველოში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






