ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც 2018 წელს წარმატება ელის - ვის ირჩევს ყვითელი ძაღლი
ეს საინტერესოა - 18:30, 17 Dec, 2017     42064

2018 წლის დადგომამდე, ფაქტობრივად თითებზე ჩამოსათვლელი დღეები დარჩა და რაღა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს - მაინც ვინ იქნება ყვითელი ძაღლის წელში ფავორიტი? რომელ ზოდიაქოს ნიშნინებს გაუმართლებთ ამ წელს ყველაზე მეტად? ასტროლოგები უკვე საუბრობენ ამ "ქუდბედიანებზე" და ჩვენი საიტის მკითხველებსაც გავუმხელთ უკვე ამ საიდუმლოს. იქნებ თქვენი თავი ზუსტადაც რომ იღბლიანთა რიცხვში აღმოაჩინოთ...

მორიელი - პლანეტა იუპიტერი, რომელიც ასტროლოგიაში წარმატების, წინსვლისა და ბედნიერების მომტან პლანეტადაა მიჩნეული თითქმის 2018 წლის ბოლომდე მყარად იქნება მორიელის ზოდიაქოს ნიშანში "გამაგრებული", რაც იმას ნიშნავს, რომ მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადმიანებს, უკლებლივ ყველას მისცემს შანსს განვითარებისა და წარმატებისთვის. იქნება ეს პირადი ურთიერთობა, ფინანსური თუ კარიერული წინსვლა, მორიელებს ყველა კუთხით მწვანე შუქი აენთებათ ამ წელს.

კირჩხიბი - ზოდიაქოს ყველაზე უფრო მოწუწუნე და ხშირად მომავლის მიმართ პესიმისტურად, შიშით განწყობილი ნიშანი 2018 წელს აუცილებლად მოახერხებს დამშვიდებასა და მოდუნებას. ძაღლის წელი ადამიანებისაგან შრომასა და ოჯახისადმი თაყვანისცემას ითხოვს, კირჩხიბი კი ზუსტად ამ ორი თვისების განსახიერება გახლავთ. ამასთან ერთად, გაზაფხულიდან სელენა - იგივე თეთრი მთვარე ზუსტად კირჩხიბის ნიშანში გადაინაცვლებს, რაც ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს რეალურ შანსებს მისცემს საიმისოდ, რომ ცხოვრებაში სტაბილურობასა და ბედნიერებას ეზიარონ.

მშვილდოსანი - შეიძლება თამამად ითქვას, რომ მშვილდოსნებისთვის განვლილი, საოცრად რთული, წინააღმდეგობებით აღსავსე და პრობლემატური ორი წელი საბოლოოდ ბარდება წარსულს. ზუსტად 2018 წლის მეორე ნახევრიდან იწყება მშვილდოსნის ზოდიაქოს ე.წ. "ვარსკვლავური ხანა", იმიტომ რომ, პლანეტა იუპიტერი - გამარჯვებისა და წარმატების პლანეტა, მორიელიდან ზუსტად მშვილდოსანში გადადის. შესაბამისად, ეს ის წელია, როცა მშვილდოსნები ყველა სფეროში მიიღებენ წინსვლისა და წარმატების შანსებს. შეიძენენ ახალ მეგობრებს, ბევრს იმოგზაურებენ და განახორციელებენ ყველა, თუნდაც უტოპიურ გეგმებს, რომელზეც წინა წლებში არაერთგზის უოცნებიათ.

წყარო: astrologi.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42