,,პოროშენკოსთან მოვილაპარაკებ მხოლოდ ერთ რამეზე - გადადგომაზე!“ - მიხეილ სააკაშვილი
მსოფლიო - 18:50, 17 Dec, 2017     2780
პოროშენკოს იმპიჩენტის მოთხოვნით კიევის ცენტრში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

იმპიჩმენტის მარში შევჩენკოს მოედანზე დაიწყო. აქციის მონაწილეებმა მსვლელობით გაიარეს ხრეშიატნიკი და მეიდანზე მივიდნენ.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა

,,იზოლატორში მესმოდა თქვენი ხმა, რომლის გადაფარვაც სურდათ მუსიკით. მათ სურდათ ჩემი თქვენგან იზოლირება. ქუჩიდან მე თავისუფლების ხმა მესმოდა, ახლა კი ამ ხმას უკრაინის მთავარი ქუჩიდან მთელი ქვეყანა ისმენს. ეს ხმა აუცილებლად გაიმარჯვებს. ჩვენ ყველა შემთხვევაში ვიქნებით უფრო ძლიერები და ჩამოვაშორებთ მათ ხელისუფლებას, თუნდაც ამისთვის ჩემი სიცოცხლე და თავისუფლება დამჭირდეს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამ მოვლენებმა ნათლად დაანახა ყველას, რომ უკრაინას არ ჰყავს უსაფრთხოების სამსახური და ეს უფრო „ბარიგების“ სამსახურია.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მის დაკავებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარგად სცნობს რუსულ კვალს.

„მათ ეფ-ეს-ბე-სთან ერთად ჩაატარეს დაკავების სპეცოპერაცია. საკმარისი გამოცდილება მაქვს რუს ოკუპანტებთან ურთიერთობის და კარგად ვხვდები მათ ქმედებებს. ეს იყო კიევის ცენტრში უსაფრთხოების სამსახურის ხელით ეფ-ეს-ბე-ს სპეცოპერაცია პუტინის ყველაზე დიდი მტრის - ჩემს წინააღმდეგ. ნუთუ არ გრცხვენიათ?!“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს კორუმპირებული ჩინოვნიკების აქტივების დაყადაღება და, თუ ისინი გაიქცევიან სხვა ქვეყნებში, მათ უკან დააბრუნებენ.

„ისინი გპირდებოდნენ, რომ ციხეში ჩასვამდნენ იანუკოვიჩს და ჩასვეს სააკაშვილი. გპირდებოდნენ, რომ იბრძოლებდნენ და დაიცავდნენ უკრაინას პუტინისგან, მაგრამ მასთან ერთად სპეცოპერაციას ატარებენ კიევის ცენტრში. ახლა ამბობენ, რომ პოროშენკოსთან მოვილაპარაკე. მე, მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი ვდგავარ თქვენს წინაშე და ვამბობ, რომ ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მაგრამ შევთანხმდებით მხოლოდ ერთ რამეზე -გადადგომაზე! არასდროს, სანამ ცოცხალი ვარ, არ მოველაპარაკები „ბარიგებს", არ მოველაპარაკები მათ თანხებზე, არასდროს ვივაჭრებ თქვენი ინტერესებით, რადგან მე თქვენს მეტი არავინ მყავს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, კამერების თანდასწრებით შეხვედრა შესთავაზა. მისი თქმით, საუბრის ერთადერთი თემა იქნება, თუ როგორ წავა პოროშენკო პოსტიდან.

წყარო: rustavi2.ge

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს სისხლისღვრის გარეშე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42