"როდესაც მე ვსაუბრობ ყველა პოლიტიკურ ძალებს შორის მოლაპარაკებების გამართვაზე, "ბანკოვაიას ქუჩის"* წარმომადგენელთა ჩათვლით, მე ვფიქრობ, ეს ქვეყნის ინტერესებისთვისაა საჭირო. თუ გვინდა ოლიგარქატიდან წესიერ ცხიოვრების წესზე მშვიდობიანი გადასვლა, მოლაპარაკებები აუცილებელია. მაგრამ, არ შეიძლება არსებობდეს არანაირი კომპრომისი შემდეგ საკიხებზე:
- ქვეყნის მმართველობიდან ოლიგარქატის სრული ჩამოშორება
- უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაში სრული ჩაურევლობა
- ყველა კორუფციულ სქემებზე უარის თქმა და მასში ჩართული ადამიანების დასჯა
- პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა- გენერალური პროკურორის გადადგომა
- ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა- იმპიჩმენტის მექანიზმის შექმნა და მისთვის ყველანაირი ბარიერის მოხსნა
ამასთან არ უნდა მივცეთ საფუძველი პუტინს, რომ ჩვენს უთანხმოებებზე ითამაშოს.ქვეყნის რყევას ჩვენ არ ვაპირებთ. მაგრამ "ბუდკას" ბოლომდე მოვაშორებთ. სწორედ ამიტომ გამოვდივართ ჩვენ მარშზე,"- წერს სააკაშვილი თავის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
იგი აცხადებს, რომ მშვიდობიანი განწყობა აქვს, მაგრამ ამავე დროს მტკიცედ დგას თავის პოზიციებზე და გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.
"და ბოლოს, თუ დიქტატურის შეჩერებას ჩემი თავისუფლება და სიცოცხლეც კი დასჭირდება, ვადასტურებ, რომ მე მზად ვარ მათი შეწირვისთვის!" - აცხადებს იგი.
---
* ბანკოვაიას ქუჩა უკრაინაში გამოიყენება იმავე მნიშვნელობით, როგორც "თეთრი სახლი" აშშ-ში, ან კრემლი, ანუ ხელისუფლების სიმბოლო.
"ნიუპოსტის" შენიშვნა
მასალის გამოყენების პირობები






