ეკონომიკის სამინისტროში კერძო სექტორის განვითარების საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:14, 16 Dec, 2017     1284

საპენსიო რეფორმის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიისა და ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კერძო სექტორის განვითარების საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც 2017 წელს უკვე მეორედ გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო კერძო სექტორიდან შეხვედრას მოდერატორობას უწევდა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ირმა ხვედელიანი.

„შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის საპენსიო რეფორმა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, მოვისმინეთ საბჭოს წევრებისგან გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებლად აისახება საბოლოო ცვლილებების პროექტში. ასევე განვიხილეთ მცირე და საშუალო ბიზნესის 2018-2020 წლების სტრატეგია, სადაც მოცემულია ყველა ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის ზრდას და განვითარებას“ - განაცხადა გენადი არველაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე ინფორმაციით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაარსდეს ქალთა მეწარმეობის განვითარების ქვესაბჭო, რაც გენადი არველაძის შეფასებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. „ჩვენ კერძო სექტორთან ერთად ვიმსჯელეთ და დავსახეთ კონკრეტული გზები, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს მთავრობა კერძო სექტორთან თანამშრომლობით იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს კერძო და საშუალო მეწარმეობა საქართველოში“ - აღნიშნა არველაძემ.

კერძო სექტორის განვითარების საკონსულტაციო საბჭო 2016 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით შეიქმნა. მის შემადგენლობაში არიან ეკონომიკური პროფილის სამინისტროებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები. საბჭოს ძირითადი ფუნქციებია კერძო სექტორთან დიალოგის წარმოების ხელშეწყობა, არსებობის შემთხვევაში კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების იდენტიფიცირება და განხილვა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკითხებზე რეკომენდაციების მომზადება და ა.შ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42