დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი ჰესის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:43, 15 Dec, 2017     1656
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბოდორნას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო. პირველმა ვიცე-პრემიერმა კომპანია „ჯორჯიან უოთერს ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელობასა და სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, ჰესის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა. ახალი სადგური მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში აშენდება.

თავის გამოსვლაში დიმიტრი ქუმსიშვილმა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი ჰესი ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ. მწვანე ჰესია, რომელსაც გარემოზე მინიმალური ზეგავლენა აქვს. როგორც პირველმა ვიცე პრემიერმა აღნიშნა, „ჰესის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმართულებით: ეს არის ახალი ინვესტიციები და ახალი სამუშაო ადგილები როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მისი დასრულების შემდეგ. საბოლოო ჯამში კი ბოდორნაჰესი უწყვეტად უზრუნველყოფს იმ სათაო ნაგებობების ელექტრომომარაგებას, რომლებიც დედაქალაქს სასმელი წყლით ამარაგებენ“.

ბოდორნაჰესს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აშენებს. კომპანია ე.წ „მწვანე“ ჰესის უმაღლესი ხარისხითა და თანამედროვე ტექნოლოგიით მშენებლობისთვის 10 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლრავე 2.5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 15 მლნ.კვტ/სთ. პროექტის განხორციელბის პროცესში 50-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

ბოდორნაჰესის ელექტრო-მექანიკურ ტურბინებს და გენერატორს ავსტრიული კომპანია GUGLER-ი დაამზადებს, რომელიც ლიდერია ჰიდროაგრეგატების წარმოების დარგში. რაც შეეხება სამშენებლო და საპროექტო სამუშაოებს, მათ ქართული კომპანიები ,,პირამიდა“ და „საქ. წყალ პროექტი“ განახორციელებენ. მშენებლობის პროცესს მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ,,Stucky SA” გაუწევს ზედამხედველობას. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჰესის მშენებლობას ნიდერლანდების განვითარების ბანკისა (FMO) და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებისგან (DEG) მიღებული გრძელვადიანი სესხის ნაწილით აფინანსებს.

ახალი „მწვანე“ ჰესის მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში დასრულდება და საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთვება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42