სამეგრელოში თენგიზ გუნავას გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
საზოგადოება - 17:14, 16 Jul, 2013     737


აღნიშნულ პროცესს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი ხელმძღვანელობს.

 


"პეტიცია პოლიტპატიმარ გუნავას უპირობო გათავისუფლების შესახებ გადაეცემა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, შუამდგომლობისთვის ბატონი გუნავას უპირობოდ გათავისუფლებისათვის. ხელმოწერებმა უკვე მოიარა მთელი სამეგრელო და ის 3 დღის განმავლობაში შეგროვდება. გარდა ამისა ცნობილი ადამიანების, არასამთავრობო ორგანიზაციებს და უბრალოდ ახალგარზდების მონაწილეობის უახლოეს მომავალში გავრცელდება თენგიზ გუნავას მხარდასაჭერი ვიდეო რგოლები ქართულ და ინგლისური ენებზე, ეს იქნება წითელი გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისათვის რომ საქართველოს პირველი პოლიტიკური პატიმარი ოკუპანტების წინაააღმდეგ მებრძოლი თენგიზ გუნავა ყავს" – აცხადებს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ლიდერი ანა წითლიძე.

 


სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის, თენგიზ გუნავას მხარდასაჭერად ონალაინ ხელმოწერებთან ერთად, წერილობითი ხელმოწერების შეგროვება მისი ოჯახის წევრებისგან დაიწყო.

 


პირველად ხელი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ლაშა დამენიამ მოაწერა. შემდეგ კი პარტიის სხვა წარმომადგენლებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან კონჯარიამ, თენგიზ გუნავას მეუღე, და დედამ.

 


როგორც თენგიზ გუნავას დედამ, ნუცა გუნავამ აღნიშნა, მისი შვილი არის უდანაშაული, ბრალი არაფერში მიუძღვის და უნდა გაათავისუფლონ.

 


"ელექტრონულად უკვე 10 ათასზე მეტი ხელმოწერაა შეგროვებული. მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს, რათა დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული თენგიზ გუნავა, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ადამიანს, რომელსაც 12 ტონა საწვავის განკარგვის უფლება ჰქონდა იჭერენ 3 ტონა საწვავისთვის, ეს უკვე მარაზმში გადაიზარდა. ის არის ადამიანი რომელიც რუსეთის ჯარს დაუდგა პირისპირ, მკერდით გადაეფარა საქართველოს და სამეგრელოს და ამის გამო ისჯება. იმიტომ რომ ოკუპანტებს წინააღდმეგობა გაუწია და დღევანდელი მთავრობა ასრულებს პუტინის პირდაპირ დავალებას და ამას ბოლო უნდა მოეღოს,"– აღნიშნა ლაშა დამენიამ.

 


ლევან კონჯარიას თქმით, თენგიზ გუნავა არის "მაინც დავიჭერდის" პრინციპით დაკავებული.

 


შეგახსენებთ, რომ თენგიზ გუნავას სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42