ცოტამ თუ იცის, რომ ეს შესაძლოა, კვების რაციონით იყოს გამოწვეული.
თანამედროვე კვლევებმა დაადგინა, რომ ყოველდღიური კვების რაციონში რამდენიმე პროდუქტი ლიბიდოს ამცირებს და ინტიმურ ცხოვრებას საფრთხეს უქმნის.
1. ლობიო
ლობიოს ჩვენს რაციონში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს , თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ის თქვენს ინტიმურ ცხოვრებას უქმნის საფრთხეს. ლობიო ანტი-აფროდიციკლია. შესაბამისად, თუკი ხედავთ, რომ თქვენს სექსუალურ ცხოვრებას საფრთხე ემუქრება, ამოიღეთ რაციონიდან ლობიო.
2. შემწვარი კერძები
ცხიმოვანი კერძები, ბურგერები თუ შემწვარი ხორცი - თქვენს ლიბიდოს უფრთხის საფრთხეს. ცნობილია, რომ შემწვარი კერძები, რომლებიც დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავს, ორივე პარტნიორის სექსუალურ ლტოლვას ამცირებს. ასევე, მსგავსი საკვების ჭარბი დოზით მიღება კვეთრად ზრდის კაცებში არაჯანსაღი სპერმატოზოიდის რაოდენობას და ქალებში კი ამცირებს დაორსულების შანსებს. ამიტომაც, თავი აარიდეთ შემწვარი კერძების მიღებას, განსაკუთრებით საღამოს.
3. რძიანი შოკოლადი
ალბათ ყველამ იცით, რომ შოკოლადი ცნობილი აფროდიზიაკია, რომელიც ლიბიდოს ფუნქციას აძლიერებს, თუმცა აუცილებელია ვიცოდეთ, რომ შავი და მწარე შოკოლადი შესანიშნავი დესერტია სექსუალურ აქტამდე, ხოლო რძიანი შოკოლადის მიღება სრულიად დაუშვებელია, რადგან ის ადამიანს უფრო ადუნებს და ლიბიდოს ამცირებს.
მასალის გამოყენების პირობები






