საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი, მის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა.
„ვერაფრით მივიწყებს პუტინი! შემთხვევითობა გგონიათ ის, რომ მისი თეზისები ბანკოვაიას აზრებსა და ტერმინოლოგიას სრულად ემთხვევა?
დარწმუნებული ვარ, რომ „საქმე“ ჩემ წინააღმდეგ და ჩემი დაპატიმრება, ФСБ-სა და СБУ-ს ერთობლივი ოპერაციაა. მერწმუნეთ, საკმარისი გამოცდილება მაქვს იმისთვის, რომ მსგავსი განცხადებები უსაფუძვლოდ არ გავაკეთო, პუტინმა კი დღეს, ეს, პრაქტიკულად დაადასტურა. პუტინს ყველაზე მეტად აწყობს უკრაინაში „ბუტკის“ არსებობა და მას არ სურს რომ ის შეირყეს. პუტინს მე ვძულვარ და ჩემი ისე ეშინია, როგორც ეშმაკს საკმევლის" - დაწერა სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთმ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე პუტინმა მიხეილ სააკაშვილი არაერთხელ ახსენა. მისი თქმით, ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს, უკრაინელი და ქართველი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა. ოპოზიციონერ კანდიდატებზე საუბრისას კი პუტინმა რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მიხეილ სააკაშვილს შეადარა და განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებს არ სურთ, ქვეყანაში მაიდნები ხდებოდეს, ხოლო ქუჩებში სააკაშვილები დარბოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






