ბავშვის ჩამოყალიბებაში, მშობელი რომ უმთავრეს როლს თამაშობს, ამაზე ყველა თანხმდება. რჩევებს გვაძლევენ ფსიქოლოგებიც. ფსიქოლოგები იმ ფრაზებსაც გვთავაზობენ, რომლებიც შვილებს არასოდეს უნდა ვუთხრათ:
1. უკეთესიც შეიძლება
როდესაც თქვენი შვილი მის შესრულებულ საქმეზე გიყვებათ, იქნება ეს ნახატი, საშინაო დავალება , თუც სხვა რამ, შეეცადეთ არ გამოიყენოთ ფრაზა „ უკეთესიც შეიძლება.“ ამ ფრაზით, შესაძლოა, ბავშვი შეაშინოთ და იფიქროს, რომ მისი შესრულებული საქმე არ მოგეწონათ.
2. შეწყვიტე ტირილი, კარგად ხარ
როდესაც ბავშვი დაეცემა და ტირის, ან უბრალოდ ხედავთ, რაღაც აწუხებს, ნუ აიძულებთ მას დაიჯეროს, რომ კარგად არის. მიეცით მისი ემოციების, განცდების გამოხატვის საშუალება. შეეცადეთ, მოგიყვეთ, რატომ არის ცუდ ხასიათზე. დაეხმარეთ, გააცნობიეროს და ემოციებთან გამკლავება ისწავლოს. მოეხვიეთ მას, აკოცეთ, მაგრამ ნუ დააჯერებთ , რომ კარგად არის, როცა რაღაც სტკივა.
3. მოდი, დაგეხმარო
როდესაც თქვენი შვილი თავსატეხის ამოხსნას, დავალების შესრულებას ან უბრალოდ სათამაშო კოშკის აშენებას ცდილობს, ნუ ჩაერევით მის საქმიანობაში და ნუ ეტყვით, მოდი დაგეხმარები. ჩაერიეთ იმ შემთხვევაში, თუკი ამას თვითონ გთხოვთ, ან ხედავთ, რომ ვერ უმკლავდება. ამ შემთხვევაშიც, დახმარება პირდაპირ არ შესთავაზოთ. უთხარით - მოდი, ერთად შევეცადო. უმჯობესია, ბავშვს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების სწავლაში დაეხმაროთ.
4. მე ყველაფერს შენთვის ვაკეთებ
ამ ფრაზამ შესაძლოა, ბავშვს დანაშაულის გრძნობა გაუჩინოს. რადგან თუკი მშობელს საქმისგან გადაღლილს ნახავს, ჩათვლის, რომ ეს მისი ბრალია.
5. მინდა იდეალური იყო, ამიტომ გთხოვ ამდენს
ნუ შთააგონებთ ბავშვს ,რომ მას შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს, რადგან ის იდეალური და სრულყოფილი უნდა იყოს. ნაცვლად ამისა, სჯობს ასწავლოთ, რომ იყოს თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე საუკეთესო გააკეთოს და დაბრკოლებებისთვისაც მზად იყოს.
მასალის გამოყენების პირობები






