ლონდონში მოღვაწე წარმოშობით ქართველი დიზაინერი დავით კომახიძე იგივე David Koma ოთხწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, Mugler-ს ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ვოგი“ ავრცელებს.
Mugler-ის ახალი შემოქმედებითი ხელმძღვანელი ქეისი ქადვალადარი იქნება, რომელიც ბრენდს სათავეში 2018 წლის მარტიდან ჩაიდგება.
კომახიძე, პირველი ქართველი დიზაინერია, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას მიაღწია. მას ლონდონში საკუთარი ბრენდი David Koma აქვს. 2013 წლიდან კი Mugler-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელია.
დევიდ კომამ დიდი ხანია წარმატებას მიაღწია. მისი დიზაინით შექმნილი სამოსი ისეთ ვარსკვლავებს აცვიათ, როგორებიც არიან სინდი კროუფორდი, პელელოპე კრუზი, ბიონსე, ლედი გაგა, ევა ლონგორია, მაილი საირუსი, ოლივია უაილდი, ნაომი კემბელი, გალ გადოტი რიანა, ნატალია ვოდიანოვა, კერი ვაშინგტონი, ქენდის სვეინპოლი, კარლი კლოსი, ადრიანა ლიმა, კარა დელევინი, ჯიჯი და ბელა ჰადიდი და სხვა.
დავით კომახიძე თბილისში დაიბადა , გაიზარდა პეტერბურგში, ახლა კი ლონდონში ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე და 1 შვილი.
მასალის გამოყენების პირობები






