„ჰარვი ვაინშტაინი იყო ვნებიანი კინომანი, რისკიანი ადამიანი, კინოს ტალანტების მფარველი, მოსიყვარულე მამა და მონსტრი. წლების განმავლობაში ის იყო ჩემი მონსტრი.“- წერს სელმა ჰაიეკი.
ჰაიეკმა აღნიშნა, რომ სექსუალური შევიწროება 2002 წელს დაიწყო, როდესაც ის თამაშობდა ფილმში „ფრიდა“, რომელსაც ვაინშტაინის სტუდია Miramax-ი იღებდა. მსახიობს უწევდა უარი ეთქვა პროდიუსერის მრავალჯერად შეთავაზებებზე მიეღოთ ერთად შხაპი, გაეკეთებინათ ერთმანეთისთვის მასაჟი და დაკავებულიყვნენ სექსით.
ასევე ერთ-ერთ ფილმში ვაინშტაინი სთხოვდა ჰაიეკს მონაწილეობა მიეღო სხვა ქალთან ერთად თამამ სცენებში, რის გამოც ჰაიეკს ნერვული შეტევა დაემართა. ამასთან გამკლავებაში კი მსახიობს ედუარდ ნორტონი, ანტონიო ბანდერასი და ეშლი ჯადი დაეხმარნენ.
შეგახსენებთ, ოქტომბრის თვეში პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი სექსუალულრ შევიწროებაში ათეულობით ქალმა დაადანაშაულა, მათ შორის იყვნენ კარა დელევინი, ლეა საიდუ და ანჯელინა ჯოლი. თავად ჰარვი ვაინშტაინი ყველა ბრალდებას უარყოფს. ამ ფონზე ჰოლივუდელი ვარსკვლავების უმრავლესობამ მათზე განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტებზე დაიწყო საუბარი. მსგავის ბრალებები წაუყენეს ოსკაროსან მსახიობ კევინ სპეისსაც.

მასალის გამოყენების პირობები






