ევროპარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული პროექტი, რომელიც შაურმისთვის განკუთვნილ გაყინულ ხორცში ფოსფატების გამოყენების აკრძალვას შეეხებოდა, ევროპარლამენტის სხდომაზე ჩავარდა.
კანონპროექტს მხარი 373 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა, 272-მა დეპუტატმამისცა, ფოსფატების გამოყენების ასაკრძალად კი 376 ხმა იყო საჭირო.
ფოსფატის დანამატს შაურმის მწარმოებლები იმისათვის იყენებენ, რომ გაყინულმა ხორცმა მიმზიდველობა და სურნელი არ დაკარგოს.
ევროპელი მეცნიერების ნაწილი ამტკიცებს, რომ შაურმაში შემავალი ნივთიერებები გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს. ამ მოსაზრებას ევროპარლამენტარების ნაწილი იზიარებს და ფოსფატების გამოყენების შეზღუდვას ითხოვს.
ამჟამად, ფოსფატების გამოყენება დაშვებულია ახალ ხორცში, თუმცა გაყინულის შემთხვევაში ნორმა არ არის დადგენილი.
მასალის გამოყენების პირობები






