16 ივლისი - სიყვარულის დღე საქართველოში
ეს საინტერესოა - 15:50, 16 Jul, 2013     6498

 

წირვის შემდეგ, მისმა უწმინდესობამ ბრძანა, ასეთი სიახლოვე ღმერთთან არასოდეს უგრძვნია და ეს დღე სულიერი, წმინდა სიყვარულის დღესასწაულად დააწესა - "რამეთუ ღმერთი არის სიყვარული, როგორც იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს." პატრიარქი მას შემდეგ თითქმის ყველა გერგეტობაზე მიბრძანდება.

 

საყოველთაო სიყვარულის გამოცხადება მაინცდამაინც გერგეთის სამებაში იმიტომ დაწესდა, რომ ეს მიუვალი ადგილი ოდითგანვე უწმინდესად ითვლებოდა. საფრთხის დროს აქ მთელი საქართველოდან გადანახული უძვირფასესი განძი და სიწმინდე ინახებოდა.

ამ დღეს ყაზბეგის რაიონში, გერგეტის მონასტერში საზეიმო წირვა-ლოცვა ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად გერგეტში უამრავი მორწმუნე იყრის თავს, თბილისელების უმრავლესობას მართლმადიდებლური სიყვარულის დღის შესახებ არაფერი სმენია.

გერგეტის წმინდა სამების სახელობის ტაძარი 16 ივლისს მრევლით ივსება, აქ მომლოცველები მთელი საქართველოდან მოდიან. ასევე გადმოდიან ჩრდილო კავკასიიდან მორწმუნენი. გერგეტის სამება 2170 მეტრის სიმაღლეზეა აღმართული. იგი გიორგი ბრწყინვალის მეფობისას (1314-1326წწ.) აიგო. მეფე დიდი ამალით ჟინვალში ასულა და "ჯვრის ყელზე" გადავლით დარიალამდე მიუღწევია. უკან კვალავ ამ გზით მობრუნებულა და ლომისაში ულოცია. ამ მოგზაურობის შედეგია ცნობილი "ძეგლის დადება".

ხევში არსებობს ასეთი გადმოცემა: ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა სამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია: "მეფენო, ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო". მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. აქედან კი გერგეტში, "ელგეშის" ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია, ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს.

მეფეებს დავა ახლა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს: "წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველი ავა, საძირეც იმან გაჭრასო". ასეც მოქცეულან და ყველანი – ცხენით თუ ფეხით – ბიდარის მთიდან გამოქცეულან. მათ შორის ერთი ხურთისელი კოჭლი ბახჩიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა და საძირკველიც მას გაუჭრია. ამის შემდეგ დაწყებულა ტაძრის მშენებლობა. მის ასაგებად ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან ამოუტანიათ, კალატოზებისთვის წყალი მეცხვარეს უზიდია, წყაროს დღესაც კალატას წყაროს უწოდებენ.

გერგეტის წმინდა სამების სახელობის ტაძარში ინახება ღვთისმშობლის ხატი, რომელიც სასწაულმოქმედია.

30-იან წლებში რუსებს ქრისტიანული ხატები დაუწვავთ, მათ შორის ყოფილა ტილოზე აღბეჭდილი ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ცეცხლი არ მოკიდებია. მართალია კვამლმა გამურა ხატი, მაგრამ არამც და არამც ცეცხლი არ მოეკიდა…მირონმდინარე ხატი ძვირფას პერანგშია დაბრძანებული, საიდანაც კარგად მოჩანს ღვთისმშობლის მეტყველი სახე. ამ ხატის და საერთოდ, გერგეტის სამების მოსალოცად ჩრდილოკავკასიის ქედებიდან გადმოსულ ხანდაზმული მომლოცველების ცხოველ და მისაბაძ სარწმუნოებაზე აღტაცებით ყვებიან გერგეტელი ბერები. იყო შემთხვევები, სამი დღის განმავლობაში მუხლებდასისხლიანებული ამოსულან ისინი აქ. ერთ მორწმუნე, ხანდაზმულ ქალბატონს უთქვამს, მივალ სამების კარებთან და იქ აღვესრულებიო. მუხლისჩოქით ამოსულა და მართლაც, ტაძრის კარებთან მიუბარებია უფლისთვის სული.

დარიალის ხეობაში მშენებარე მთავარანგელოზთა სახელობის სამონასტრო კომპლექსი სამების შემდეგ საქართველოში ყველაზე დიდი. შენდება ზუსტად საზღვართან და არის უზარმაზარი მშენებლობა, გარშემო სულ ბერების საცხოვრებელი იქნება და თავისი სასტუმრო ექნება, რომელშიც ყველა იმ ადამიანს მიიღებენ და უმასპინძლებენ რომელიც გასაჭირში იქნება, მაგალითად თუ გზა ჩაიკეტა. იქ დარჩენილ ადამიანს შეეძლება იმ სასტუმროში იცხოვროს უფასოდ მანამ, სანამ გზა არ გაიხსნება.

აქვეა დასვენებული მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდი ხატი. ეს ხატი დაწერა 18-19 წლის ბიჭმა, რომელსაც ხილვა ქონდა. შემდეგ კი პატრიარქის სურვილით ხატი გადაასვენეს ამ მშენებარე ეკლესიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42