რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა, კენტუკის შტატის წარმომადგენელთა პალატის წევრმა დენ ჯონსონმა რომელსაც თინეიჯერი გოგონას სექსუალურ შევიწროებაში დასდეს ბრალი, თავი მოიკლა.
გამოძიების ცნობით, 57 წლის პოლიტიკოსმა თავი საკუთარ მანქანაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოიკლა.
ორშაბათს, ჟურნალისტური გამოძიების ცენტრმა გამოაქვეყნა ქალის განცხადება, რომელიც პოლიტიკოსს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. მისი თქმით, ფაქტი 2012 წელს მოხდა, როცა ქალი 17 წლის იყო, ჯონსონი კი პასტორის მოვალეობას ასრულებდა.
ჯონსონი კენტუკის შტატის საკანონმდებლო ორგანოში 2016 წელს აირჩიეს. ამავდროულად, ის ადგილობრივი ეკლესიის პასტორი იყო. მომდევნო დღეს მან წირვაზე ბრალდება უარყო და ის რესპუბლიკელების წინააღმდეგ საყოველთაო სტრატეგიის ნაწილად გამოაცხადა. თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე დენ ჯონსონმა Facebook-ზე დაწერა, რომ ეს ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.
მასალის გამოყენების პირობები






