"ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ"(OIC) აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა. ამის შესახებ საუბარია დეკლარაციაში, რომელიც ორგანიზაციის საგანგებო სამიტზე მიიღეს.
"ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი 50-ზე მეტი მუსლიმური ქვეყანა მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო და აღმოსავლეთ იერუსალიმი მის ოკუპირებულ დედაქალაქად.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ აშშ-მა დაკარგა შუამავლის როლი ახლო აღმოსავლეთში. ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია მოუწოდებს ვაშინგტონს, შეცვალოს იერუსალიმთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.
სტამბოლში მიმდინარე "ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის" რიგგარეშე სამიტი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მას შემდეგ მოიწვია, რაც დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.
მასალის გამოყენების პირობები






