უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით, გარკვეულ საკითხებში, მას და პრეზიდენტ პოროშენკოს განსხვავებული შეხედულებები აქვთ, თუმცა ამის სააშკარაოზე გამოტანას სწორად არ მიიჩნევს. ამის შესახებ უკრაინის გენპროკურორმა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა.
„მიმაჩნია, რომ არ იქნება სწორი და ღირსეული საქციელი, სააშკარაოზე გამოვიტანო ის თემები, რომლებზეც მე და უკრაინის პრეზიდენტს განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს და ვერ ვთანხმდებით, თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ასეთი საკითხები არსებობს”- განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.
მისი თქმით, ყველა უთანხმოება დახურულ შეხვედრებზე უნდა გადაწყდეს.
იური ლუცენკომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ლუცენკოს თქმით, მას არა პრეზიდენტობის, არამედ წარმატებული გენპროკურორობის ამბიცია აქვს.
„ არ მაქვს ამბიცია, უკრაინის პრეზიდენტი გვხდე, მაგრამ მაქვს ამბიცია, წარმატებული გენერალური პროკურორი ვიყო“ - დასძინა იური ლუცენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






