ილჰამ ალიევი ტრამპის გადაწყვეტილებით შეშფოთებულია - „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ ვერდიქტი
მსოფლიო - 10:24, 14 Dec, 2017     2469

„აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობისა და აშშ-ის საელჩოს ამ ქალაქში გადატანის შესახებ, ჩვენში შეშფოთებას იწვევს. ეს გადაწყვეტილება ნეგატიურად იმოქმედებს ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის სამართლიან და ყოველმხრივ დარეგულირებაზე, ასევე შესაძლოა, ჰქონდეს საშიში შედეგები ახლო აღმოსავლეთისთვის. მიგვაჩნია, რომ ამერიკამ უნდა გადახედოს ამ გადაწყვეტილებას“, - ეს განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სტამბოლში გააკეთა, სადაც „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტი იმართება.

„ამასთან, ცნობილი ხდება, რომ „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ“ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა და ყველა ქვეყანას მოუწოდა, რომ პალესტინის სახელმწიფოსთან ერთად, აღმოსავლეთ იერუსალიმი მის ოკუპირებულ დედაქალაქად აღიაროს.
სამიტზე მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ აშშ-მა დაკარგა შუამავლის როლი ახლო აღმოსავლეთში. „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია“ ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ თუ იერუსალიმთან დაკავშირებული გადაწყვეტილებას არ შეცვლის, მაშინ ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა აშშ-ს დაეკისრება.

ასევე, აღნიშნულ სამიტზე საერთაშორისო თანამეგობრობას იერუსალიმის პალესტინური სახელმწიფოს დედაქალაქად აღიარებისკენ თრქეთის პრეზიდენტმაც მოუწოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42