რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში, შოტლანდიაში არსებული მემორიალის შესახებაცაა საუბარი.
„აფხაზეთისა და რუსეთის დელეგაციებმა აღნიშნეს, რომ დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო ჯიუტად ცდილობდა ქალაქ კილრმანკოკში არსებული ძეგლის დემონტაჟს, რომელიც 1992-1993 წლების ომში დაღუპული სოხუმელების ხსოვნას ეძღვნება. ეს ქმედება ეწინააღმდეგება თბილისის განცხადებებს, „აფხაზ და ოს ძმებთამ“ შერიგების მზადყოფნასთან დაკავშირებით. რუსულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაღუპული მოსახლეობის ხსოვნის ამოშლის მცდელობა, უღირსი და დასაგმობი საქციელია.ამის ფონზე, ცივილიზებულად გამოიყურება აფხაზეთის ქცევა, რომელიც ქართველი ჯარისკაცების ცხედრების გადაცემას უზრუნველყოფს" - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადებით, მოლაპარაკებებში მონაწილეები საქართველოსა და აფხაზეთის, ასევესაქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვარზე არსებულ ვითარებას სტაბილურად აფასებენ, თუმცა ამ პოზიციას ქართული მხარე არ იზიარებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქყვეყნებულ განცხადებაში, აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო სისტემის მიყიდვას ითვალისწინებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონსა და თბილისს შორის დადებული ეს შეთანხმება, 2008 წლის შემდეგ ყველაზე მსხვილი გარიგებაა და საქართველოს ახალი სახიფათო ავანტიურისკენ უბიძგებს.
მასალის გამოყენების პირობები






