გორში საკოორდინაციო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა
საზოგადოება - 15:07, 16 Jul, 2013     452

შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ დევნილთა სამინისტროს სამხარეო სამმართველოს და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, დევნილები და ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობა.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინიციატივით და გორის საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილებით შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც მოახდენს საოკუპაცუო ხაზის მიმდებარედ არსებული სიტუაციის მონიტორინგს და კონკრეტულ მონაცემთა ბაზას შექმნის.

35 კაციანი მონიტორინგის ჯგუფი მონიციპალიტეტის, დევნილთა სამინისტროს, არასამთავრობო და საერთოშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული და მისი პირველი შეხვედრა რამდენიმე დღეშია დაგეგმილი. აღნიშნულ შეხვედრაზე მოხდება იმ სოფლების სიის ფორმირება, სადაც უნდა ჩატარდეს მონიტორინგი. ასევე მოხდება ჯგუფის წევრების დაყოფა და მონიტორინგის განრიგის დაზუსტება.

შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ადმინისტრაციის ხედვა და გეგმები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფლებში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

" პირველი რიგის უმნიშვნელოვანესი საკითხია, დროულად დაიწყოს გაზიფიცირების სამუშაოები და მისი დაფინანსება საქართველოს მთავრობამ მოახდინოს, როგორც არაკომერციული პროექტი. აქ მცხოვრები ადამიანებისთვის ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია გარკვეული სოციალური გარანტიების უზრუნველყოფა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება ამ სოფლების განსაკუთრებულ რეჟიმში მოქცევისათვის. ეს სამუშაოები სასწრაფოდ უნდა დაიწყოს, რათა ხვალ, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით არ მივიღოთ მძიმე შედეგები. ჩვენი ადმინისტრაცია მუშაობს ამ საკითხებზე და უახლოეს ხანში წარმოვადგენთ ჩვენს კონკრეტულ მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით თუ რას ვგულისხმობთ განსაკუთრებულ რეჟიმში," განაცხადა ზურაბ ჩხეიძემ და მონიტორინგის ჯგუფების შექმნის ინიციატივით გამოვიდა რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში.

,,გთავაზობთ შეიქმნას ანალოგიური ჯგუფები ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, ვინაიდან ანალოგიური მდგომარეობაა არა მხოლოდ თქვენს მიერ დასახელებულ 5 სოფელში, არამედ საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე," დასძინა მან.

საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პერიოდულად იმართება. აღნიშნული შეხვედრების მიზანია გუბერნატორის ოფისის და ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლების , ასევე იმ ორგანიზაციების ერთად შეკრება, რომლებიც შიდა ქართლის რეგიონში პროექტებს ახორციელებენ და მათთან ერთად მიმდინარე საკითხების განხილვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42