რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 35530 მომხმარებელს გაეზრდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:09, 13 Dec, 2017     1845

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2017 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 35530 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7,25%-მდე გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 1648,5 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 4007-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 1491,9 მილიონიდან 1648,5 მილიონ ლარამდე.

35530 ხელშეკრულებიდან 15206 სამომხმარებლო სესხია, მოცულობა კი 211,6 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ნოემბრისთვის 14.3% შეადგინა.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ნოემბრის მონაცემებით 14,098 სესხია მიბმული, საშუალოდ 11%-ში. მთლიანი პორტფელი კი 585,8 მილიონი ლარია.

4006 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 805,57 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 204,0 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 12,7%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ნოემბრის მონაცემებით 601,1 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11,6%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ნოემბრის მონაცემებით 284 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 4,871 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 13,99%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 1936 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 40,6 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 ნოემბრის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 19,25%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 928 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.5%-დან 11.9%-მდე შემცირდა.

1 ნოემბრის მდგომარეობით, სასესხო ხელშეკრულებები 12%-ით გაიზარდა წინა თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საიდანაც ძირითადი ზრდა შეიმჩნევა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 10.5%-ით არის გაზრდილი.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გამოწვეულია მიმდინარე ინფლაციის მაჩვენებლის ზრდით. „საზოგადოება და ბანკების“ აზრით, სხვა თანაბარ პირობებში ერთჯერადი ფაქტორები ამოიწურება და ინფლაცის მაჩვენებელი შემცირდება 2018 წლის დასაწყისიდან. იმ პირობებში, როდესაც 100 000 ლარამდე სესხების გაცემა უცხოურ ვალუტაში შეზღუდულია, საპროცენტო განაკვეთების ზრდა მოკლევადიან პერიოდში უარყოფითად აისახება ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობაზე და ერთობლივ მოთხოვნაზე. ვფიქრობთ, მომდევნო პერიოდებში, სეზონური და ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვის შემდგომ, საჭირო იქნება რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ერთობლივი მოთხოვნის სტიმულირებისათვის.

წყარო საზოგადოება და ბანკები





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42