პოროშენკო თავის მომავალს ეთამაშება და იანუკოვიჩის შეცდომებს ჯიუტად იმეორებს - Frankfurter Rundschau
მსოფლიო - 14:57, 13 Dec, 2017     1954
დღითიდღე მატულობს იმ უკრაინელთა რიცხვი, რომელიც საკუთარი პრეზიდენტით უკმაყოფილოა, ამ დროს კი ის თავისი წინამორბედის შეცდომებს ჯიუტად იმეორებს, - წერს გერმანული გამოცემა Frankfurter Rundschau ჟურნალისტი შტეფან შოლი.

"ორშაბათს, მიხეილ სააკაშვილმა სულ რამდენიმე წუთი გაატარა ბრალდებულთათის განკუთვნილ შუშის კაბინაში, სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატების თხოვნა და იგ საკუთარ ადვოკატებთან დასვა. არც პოლონეთში და მითუმეტეს საქართველოში გაძევებაზე საუბარიც არ ყოფილა - პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიან შინაპატიმრობას ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ ესეც უარყო და ქართველი პოლიტიკოსი დარბაზიდან გაათავისუფლა," - წერს ჟურნალისტი და ამ ფაქტს "სააკაშვილის მესამე გარღვევას უწოდებს".

ჟურნალისტს მიაჩნია, რომ უკრაინის ხელისუფლება ჯერჯერობით უკიდურესად არ ამწვავებს სააკაშვილთან კონფლიქტს, არადა ის ქვეყანაში მიმდინარე მღელვარების ეპიცენტრშია. არადა, პროკურატურა მას მოსკოვშ გაქცეული ოლიგარქისგან ფულის აღებასა და პეტრე პოროშენკოს დამხობას ედავება.

სააკაშვილის დაჭერის შემდეგ ათეულობით ათასი უკრაინელი გამოვიდა კიევის ქუჩებში, მისი გათავისუფლებისა და პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით, - წერს გამოცემა და მიიჩნევს, რომ უკრაინელებს ამ ბრალდებების არ სჯერათ.

"მე არ ვარ სააკაშვილის მხურვალე მხარდამჭერი, მაგრამ პოროშენკო ისე იქცევა, თიღთქოს იანუკოვიჩს ბაძავს. იგი დემნსტრანტებს პროვოკატორებს უგზავნის, ისევე, როგორც ვიქტორ იანუკოვიჩი აკეთბდა 2013 წელს," - განუცხადა სტეფან შოლს აქციის მონაწილე ყირიმელმა თათარმა, ერფან კუდუსოვს.

აქციის მონაწილის გარდა, ბევრი ადგილობრივი თუ უცხოელი დამკვირვებელი აცხადებს, რომ პოროშენკო უკვე იანუკოვიჩივით იქცევა - კიეველები ისევე აღშფოთებულები არიან მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირის გამოყენებით, როგორც 2013 წელს სტუდენტების რეზინის ხელკეტებით დარბევისას.

"იანუკოვიჩმა მაშინ უკრაინელები ბარიკადებზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე უარის თქმით გამოიყვანა. ახლა პოროშენკოს ხალხი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარის თქმის გამო გამოყავს," - წერს გაზეთი.

უკრაინელი პოლიტოლოგი იური კარასევი Frankfurter Rundschau-სთან აცხადებს, რომ პოროშენკო სრულად აკონტროლებს პროკურატურას და მისი მეშვეობით ცდილობს "უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროც" გააკონტროლოს.

"მიუხედავად დანაპირებისა, პოროშენკო ცდილობს საკუთარი მეგობრები დაიცვას კორუფციის წინააღმდეგ მობრძოლებისგან. ამასთან, იგი დღეს იგივე სიტუაციაში აღმოჩნდა, როგორშიც წლების წინ იანუკოვიჩი. მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - ან გამოიჩინოს სიმკაცრე სააკაშვილთან მიმართებაში, რაც საპროტესტო მოძრაობას კიდევ უფრო გააძლიერებს, ან მას სუსტ ხელისუფლად ჩათვლიან და საერთოდ დაკარავს 2018 წელს გამარჯვების შანსს. ეს დილემაა," - აცხადებს ანალიტიკოსი.

"პოროშენოს დიდი პერსპექტივა აქვს ისევე დაასრულოს მმართველობა, როგორც მისმა წინამორბედმა იანუკოვიჩმა," - ასკვნის სტატიის დასასრულს ავტორი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42