ირაკლი ფირცხალავა ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებას პასუხობს
საზოგადოება - 14:45, 16 Jul, 2013     798

,,ე. წ პოლიციელის გელა მებონიას განცხადება თავიდან ბოლომდე სიცრუეა, პირველი-მან არ იცის სად მუშაობდა, მთაწმინდის მთავარი სამმართველო არ არსებობს, ეს იყო ძველი თბილისის პოლიციის რაიონული სამმართველო, შემდეგი სიცრუეა - მან განაცხადა , რომ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილზე მისვლისას მანქანა იყო გაჭედილი და იქ მშენებლობა მიდიოდა, ეს სიცურეა, 2006 წელს იქ არავითარი მშენებლობა არ მიდიოდა, კორტები ჩვეულებრივად ფუნქციონირებდა, ასევე ის ამბობს, რომ შეძლებდა 4 ოპერით აეყვანა შეარაღებული დაჯგუფება. ეს ადამინი რამდენიმე დღის წინ თავს, რომ პოლიციელად თვლის, ვინმე "სუტინიორმა" ცემა და როგორ შეძლებდა შეიარღებული დაჯგუფების აყვანას, ესეც მისი სიცრუეა.


კიდევ ერთი სიცრუეა, ის ამბობს გასროლა არ იყო და ამას ასკვნის იმით, რომ იგი მივიდა მანქანაში და ლულაზე დასუნა იარაღები, ეს მეტყველებს გამოუცდელობაზე, უბრალოდ თითის მიდებითაც დარწმუნები ეს იარაღი გავარდნილი იყო თუ არა. შემდეგი მისი ცრუ განაცხადია- ის ამბობს , რომ პასაჟირს უკან ჰქონდა იარაღი, არსებობს ვიდეო, რომ გადატენილი მაკაროვი თვითონ უჭირავს და ის ვერ ნახავდა მესამე პასაჟირს სავარძელზე. შემდეგი სიცრუე არის ის, რომ ის არ შესულა შემთხვევის ადგილზე, შესვლის უფლება არავის ჰქონდა, მითუმეტეს მებონია ე.წ პოლიციელი შიგნით ვერ მოხვდებოდა. ერთადერთი სიმართლე რაც მის მონაყოლში არის მისი სახელი და გვარია, არ გამიკვირდება ,ის სულ სხვა სახელით რომ წარსდგეს რამდენიმე დღეში საზოგადოების წინაშე, როგორც კაცს, მინდა თამამად ვთქვა, რომ ერთი ვაზაგაშვილი მირჩევნია 100 მებონიას,“- განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ ,,პირველი რადიოს“ რადიოკლუბში.
ფირცხალავა ასევე პასუხობს მებონიას ბრალდებების იმ ნაწილს, რომელიც გირგვლიანის საქმეს ეხება .


“მებონია ამბობს, რომ 3 საათში გახსნა დანაშაული, ეს სიცრუეა, 3 საათში წარმოუდგენელია ზღვა მასალა მოაგროვო და გახსნა დანაშაული, ეს ადამიანი ვერ ანსხვავებს ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს, საგამოძიებო მოქმედებებისგან, მან განაცხადა რომ 3 საათში ეს მასალა ვასაძის კაბინეტში იყო და ეს მასალები ვიღაც მაღალჩინოსანმა გააქრო, აქვეა მერაბ ბაღათურიას ჩვენება, რომ ამბობს რომ რამდენიმე დღეში მან წარუდგინა გამოძიებული მასალები ვანო მერაბიშვილს , ეს ვაჟბატონები უნდა ჩამოყალიბდნენ ერთმანეთში, 3 საათში გააქრეს თუ ბაღათურიას კიდევ სხვა მასალები ჰქონდა და ცალკე იძიებდა“ - განცხადა ირაკლი ფირცხალავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42