ისლამურმა მოძრაობა „ჰამასმა“ მესამე ინტიფადას დაწყება გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას მოჰყვა.
„ღაზას სექტორში საპროტესტო ტალღის ზრდა მხოლოდ დასაწყისია. ეს მესამე ინტიფადაა“ – ამის შესახებ „ჰამასის“ პრესმდივანმა განაცხადა.
"ჰამასის" ლიდერმა მესამე ინტიფადას ანუ ისრაელის ტერიტორიაზე მცხოვრები პალესტინელი არაბების დაუმორჩილებლობის მოძრაობის მორიგი ეტაპი, ტრამპის გადაწვეტილების გაჟღერებისთანავე დააანონსა.
მაშინ სიმაილ ჰანიამ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება პალესტინელებისთვის ომის გამოცხადების და ჯოჯოხეთის კარიბჭის გაღების ტოლფასია.
შეგახსენებთ, 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა და საელჩოს თელ-ავივიდან იერუსლიმში გადატანის ბრძანება უკვე გასცა.
აღსანიშნავია, რომ საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება აშშ-ის კონგრესმა 1995 წელს მიიღო. თუმცა ამ ქალაქის სადავო სტატუსის გამო, აშშ-ის ყველა პრეზიდენტი ექვს თვეში ერთხელ ხელს აწერდა დოკუმენტს, ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის გადავადების შესახებ.
იერუსალიმის სტატუსის გამო, პალესტინა-ისრაელს შორის არსებული დავის გამო, საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები თელ-ავივშია განთავსებული.
ისრაელი იერუსალიმს საკუთარ დედაქალაქად მიიჩნევს. პალესტინელები კი იერუსალიმს მათი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქია.
მასალის გამოყენების პირობები






