აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ყოფილმა მრჩეველმა, Atlantic Council-ის მეცნიერ-თანამშრომელმა მაიკლ კარპენტერმა ინტერნეტ-გამოცემა Realist-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დადგა დრო, რომ დაიწყოს საუბარი აშშ-ს მხრიდან უკრაინელი კორუმპირებულებისთვის სანქციების დაწესების თაობაზე.
"მე ვთვლი, რომ რუსეთის კორუმპირებულ პოლიტიკოსებს, ჩინოვნიკებსა და ბიზნესმენებს უნდა ჩაეკეტოს წვდომა აშშ-ს ფინანსური სისტემის გამოენების საკითხში, ასევე, აშშ-ის უძრავ ქონებაში ინვესტირებასა და ამერიკის ვიზების მიღებაში. სახვათა შორის, შესაძლოა დადგა დრო, რომ იმავე მიზეზებით, სანქციები კორუმპირებულ უკრაინელებსაც დაუწესდეს. გულახდილად რომ ვთქვათ, თუ ვინმე აშკარად კორუმპირებულია, მიუხედავად მისი ნაციონალობისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მას აშშ-ს ბაზარი უნდა ჩაუკეტოს და ვიზა გაუუქმოს. რატომ უნდა სარგებლობდნენ პორუმპირებულები ამ სიკეთეებით?" - განაცხადა კარპენტერმა.
მასალის გამოყენების პირობები






