ახალი პოლიკლინიკის გახსნასთან დაკავშირებით 13, 14, 15 და 16 დეკემბერს ადგილობრივი მოსახლეობა სრულიად უფასოდ მიიღებს ოჯახის ექიმის, ოფთალმოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, ზოგადი ქირურგის, გინეკოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, დერმატო-ვენეროლოგის, ანგიოლოგის კონსულტაციებს, ასევე ჩაუტარდებათ შემდეგი კვლევები, სისხლის საერთო ანალიზი, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში და ელექტროკარდიოგრამა.
მარნეულის პოლიკლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული და ადგილობრივ ბენეფიციარებს საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ ახალგახსნილ პოლიკლინიკაში და სრული სამედიცინო მომსახურება 100 %-მდე დაფინანსებით მიიღონ.
თანამედროვე ინფრასტრუქტურით, უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითა და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო ცენტრი პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის მომსახურებას შესთავაზებს.
მასალის გამოყენების პირობები