რუსეთის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ აღკვეთა ტერაქტები, რომლის მოწყობასაც ტერორისტები მოსკოვში საახალწლო დღეებსა და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის დროს.
სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მოსკოვის გარეუბანში სპეცსამსახურებმა აღკვეთეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელშიც ძირითადად ცენტრალური აზიის რესპუბლიკების წარმომადგენლები შედიოდნენ. ისინი სხვადასხვა ტერაქტებს გეგმავენ, მათ შორის თვითმკვლელი ტერორისტების მეშვეობითაც. ამოღებულია იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები.
ФСБ-ს ცნობით, 2017 წელს მათ შესძლეს 18 ტერაქტის აცილება და გააუვნებლყვეს 56 დაჯგუფება, გაანადგურეს 78 ბოევიკი და მათი დამხმარე. გარდა ა,მისა მათ არ შემოუშვეს რუსეთის ტერიტორიაზე 17500 უცხოელი, რომელთან დაკავშირებითაც არსებობდა ეჭვი ტერორიზმთან კავშირის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






