1. ცნობისმოყვარე არ ხართ
ძალიან სასიამოვნო და დიდი კომფორტია ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ზედმეტ შეკითხვებს არ სვამს, არის ზომიერად ცნობისმოყვარე და მუდამ ცდილობს კითვების დასმისას ზღვარს არ გადააბიჯოს.
2. გაქვთ მოთმინების უნარი
შესაძლოა, ხშირად ბრაზდებით საკუთარ თავზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ითმენთ. თუკი უმნიშვნელო პრობლემას უბრალოდ ყურადღებას არ აქცევთ, ამით დიდ კომფორტს უქმნით თქვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, თუმცა ბუნებრივია, ყველაფერს აქვს საზღვარი.
3. უხვად არიგებთ კომპლიმენტებს
ადამიანებისთვის სასიამოვნოა კომპლიმენტების მოსმენა, თუნდაც ეს უმნიშვნელო იყოს. ამით ნათელია, რომ თქვენ ეგოისტი არ ხართ და სხვების სიამოვნებაზე ფიქრობთ.
4. კარგი მსმენელი ხართ
ადამიანებს ხშირად სჭირდებათ ადამიანი, რომელსაც გულს გადაუშლიან, ან უბრალოდ მათთვის საინტერესო თემებზე ესაუბრებიან. შესაბამისად, თუკი მუდამ მზად ხართ მეგობრების სათქმელი ზედმეტი კომენტარების გარეშე მოისმინოთ, ეს ნამდვილად გმატებთ მიმზიდველობას.
5. ხშირად იღიმით
ალბათ გსმენიათ, რომ განწყობა ხშირად გადამდებია. შესაბამისად, ადამიანებს უყვართ ისინი, ვინც მათ დადებით განწყობას გადასცემს.
მასალის გამოყენების პირობები






