ცესკო პარლამენტს ახალი საკანონმდებლო ცვლილების დამტკიცებისგან თავის შეკავებას ურჩევს
საზოგადოება - 11:15, 16 Jul, 2013     713

ამასთან საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიად განისაზღვრება იმ შენობის მიმდებარე ტერიტორია, 20 მეტრის რადიუსით, რომელშიც საარჩევნო უბანია განთავსებული.
საარჩევნო ადმინისტრაცია დადებითად აფასებს პარლამენტში ინიცირებულ საარჩევნო კოდექსის ცვლილებების უმრავლესობას, თუმცა ჩვენთვის ნათელი არ არის რა მიზანს ისახავს ზემოხსენებული კონკრეტული ცვლილება. კენჭისყრის შენობაში აგიტაცია ისედაც აკრაძალულია, ხოლო შენობის გარეთ მსგავსი შეზღუდვის შემოღება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული და არც არაფერს აუმჯობესებს.

 


როდესაც კანონმდებლობით შემზღუდავი ნორმა შემოდის, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ერთის მხრივ მის საჭიროებაზე და მეორეს მხრივ - აღსრულების მექანიზმზე. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვები:
რა მნიშველობა აქვს, ღია სივრცეში, შენობის გარეთ, გარკვეული ქმედება 19 მეტრის დაშორებით განხორციელდება, თუ 21 მეტრის დაშორებით?
ვინ უნდა აკონტროლოს დაშორების მანძილი?


სავარაუდო საჩივრების შემოტანის შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს მისი განხილვა და ვინ უნდა ამტკიცოს საარჩევნო უბნის შენობიდან რა მანძილის დაშორებით მოხდა აგიტაციის ფაქტი?
საუბნო საარჩევნო კომისიებს ამის შესაძლებლობა არ აქვთ. მათი საქმე კენჭისყრის დღის პროცედურების შესრულებაა, რაც შენობის შიგნით უნდა მოხდეს.


ასევე რთულად წარმოგვიდგენია როგორ უნდა განიხილონ სავარაუდო საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიებმა. ამ შემთხვევაში უაღრესად მგრძნობიარე საკითხთან გვაქვს საქმე. შეიძლება საარჩევნო უბნის შენობიდან 20 მეტრის რადიუსში მყოფ ნებისმიერ ორ ან მეტ მოსაუბრეს საარჩევნო აგიტაცია დაბრალდეს და 500 ლარით დაჯარიმება დაემუქროს.


საარჩევნო ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ასეთი რეგულაციის შემოღება მხოლოდ პრობლემური საჩივრების რაოდენობას გაზრდის, ხოლო სარჩევნო გარემოს არაფერს შემატებს. აქედან გამომდინარე, ცესკო თხოვნით მიმართავს საქართველოს პარლამენტს თავი შეიკავოს აღნიშნული ცვლილების დამტკიცებისგან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42