„მე ვერ წარმომიდგენია, რომელ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, რომ აპატრიდმა ადამიანმა დაარღვიოს საზღვარი, ამის შემდეგ ორგანიზება გაუწიოს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას და მიუხედავად ამისა სასამართლომ ის გაუშვას. ჩვენ ვაპირებთ აპელაციით მივმართოთ სასამართლოს. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ სააკაშვილის და კურჩენკოს საუბარი ნამდვილი იყო, ამისთვის მოვიწვევთ FBI-ს და სკოტლანდ იარდის ექსპერტებს.“- განაცხადა ლუცენკომ.
უკრაინის გენპროკურორის თქმით, ხდება საქმის პოლიტიზირება, მასზე კი ზეწოლა ხორციელდება:
„ვფიქრობ, ახლა ამ საქმის დანგრევას, მისი პოლიტიზირებით ცდილობენ. ბოლო კვირის განმავლობაში ჩემზე კოლოსალური ზეწოლა ხორციელდება, იმისთვის რომ მე თვალი დავხუჭო იმაზე, რის უფლებასაც თავისთავს აპატრიდი სააკაშვილი აძლევს.“- აღნიშნა ლუცენკომ.
ამავე დროს, ლუცენკომ განაცხადა, რომ „სახელმწიფო, რომელსაც ФСБ-სა და იანუკოვიჩის ბანდების გეგმებისგან თავის დაცვა არ შეუძლია, განწირულია.“
„მე დავიცავ ჩემს სახელმწიფოს, იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქმე ეხება სააკაშვილს, რომელთანაც ბევრი წელი საკმაოდ თბილი ურთიერთობა მაკავშირებდა. მან გადაკვეთა წითელი ხაზები. არავის აქვს უფლება, ვისაც უკრაინა უყვარს, რომ ხელისუფლების დასამხობად იანუკოვიჩის ფული აიღოს.“- განაცხადა ლუცენკომ, ამასთანავე მან აღნიშნა, რომ ის თავის დროზეც სააკაშვილის გუბერნატორად მოწვევის და მისთვის მოქალაქეობის მინიჭების წინააღმდეგი იყო .
ლუცენკო დარწმუნებულია, რომ იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი უდანაშაულო იქნებოდა, ის გამოძიებასთან ითანამშრომლებდა.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს მტკიცებულებათა საკმარისი ბაზა. ასე რომ არ ყოდილიყო სააკაშვილი დაკითხვებს თავს პანიკურად კი არ აარიდებდა, არამედ წყნარად ივლიდა დაკითხვაზე“- განაცხადა ლუცენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






