„ჩვენ მხად ვართ მოვიწვიოთ FBI- ს ან სკოტლანდ იარდის ექსპერტები, იმისთვის რომ მათ ჩვენ ექსპერტებთან ერთად შეამოწმონ ამ ჩანაწერების ნამდვილობა. მე დარწმუნებული ვარ რომ ეს შესაძლებელი და აუცილებელად გასაკეთებელია.“- განაცხადა გენპროკურორმა და აღნიშნა, რომ გამოძიებას საკმარისი მტკიცებულებები აქვს იმისთვის, რომ სააკაშვილის დანაშაული დაამტკიცოს.
რამდენიმე დღის წინ გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელმა ლუცენკომ, სააკაშვილი საჯაროდ დაადანაშაულა კურჩენკოს ფულით უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში.
შეგახსენებთ, გუშინ კიევის, პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ არსებულ საქმეში აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა. მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებულია. უკრაინის გენერალური პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი 3 მუხლით წარუდგინა, ის ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში, რომელიც გათვალისწინებულია უკრაინის სისხლის საართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მცდელობა), 28-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ შეთანხმებით ) და 256-ე მუხლის მეორე ნაწილით (ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელშეწყობა).
მასალის გამოყენების პირობები






