„რუსეთიც და თურქეთიც თვლიან, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობის თაობაზე და იქ აშშ-ის საელჩოს გადატანა, ვერ დაეხმარება ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დარეგულირებას, პირიქით ისედაც რთულ სიტუაციას უფრო გაართულებს.“- განაცხადა პუტინმა.
ერდოღანის თქმით კი, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება ისრაელის მხრიდან პალესტინელებზე ზეწოლას გააძლიერებს.
„არავის არ აქვს უფლება ამ მკვლელობების იგნორირება მოახდინოს“- განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსნებეთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად 6 დეკემბერს აღიარა და საელჩოს თელ-ავივიდან იერუსლიმში გადატანის ბრძანება გასცა.
აღსანიშნავია, რომ საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება აშშ-ის კონგრესმა 1995 წელს მიიღო. თუმცა ამ ქალაქის სადავო სტატუსის გამო, აშშ-ის ყველა პრეზიდენტი ექვს თვეში ერთხელ ხელს აწერდა დოკუმენტს, ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის გადავადების შესახებ.
იერუსალიმის სტატუსის გამო, პალესტინა-ისრაელს შორის არსებული დავის გამო, საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები თელ-ავივშია განთავსებული.
ისრაელი იერუსალიმს საკუთარ დედაქალაქად მიიჩნევს. პალესტინელებისთვის კი იერუსალიმი მათი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქია.
მასალის გამოყენების პირობები






