ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დღეს საზაფხულო სკოლა გაიხსნება
საზოგადოება - 09:51, 16 Jul, 2013     569
ღონისძიების სხვა მხარდამჭერები არიან: ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, კომპანია ,,პეპსი" და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მიზანია: ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის - ქართული დამწერლობის საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, ქართული ხელნაწერი ტრადიციის, როგორც კულტურათაშორისი ურთიერთობების პროდუქტის, მრავალმხრივობის აქცენტირება, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა და სტუდენტთა სამომავლო თანამშრომლობისათვის საფუძვლის მომზადება, თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა.


საზაფხულო სკოლა განკუთვნილია ქართული კულტურით, განსაკუთებით, ქართული დამწერლობით და ხელნაწერი მემკვიდრეობით დაინტერესებული უცხოელებისთვის.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას მიიღებს ათი უცხოელი სხვადასხვა ქვეყნიდან: ლიტვა, ბელგია, იტალია, ისრაელი, პოლონეთი, უნგრეთი, გერმანია, სომხეთი და თურქეთი.


საზაფხულო სკოლის სასწავლო გეგმა მოიცავს აკადემიურ და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებს. აკადემიური პროგრამა ითვალისწინებს სალექციო კურსებს, პრაქტიკულ სამუშაოებსა და დავალებებს, სემინარებს. აკადემიურ სასწავლო კურსს წარუძღვებიან ქართველოლოგიის სფეროს ქართველი მეცნიერები. კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს თემასთან დაკავშირებულ გამოფენას და ექსკურსიებს.



პროგრამის ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება დისკუსიები, ასევე სკოლის მონაწილეები წარმოადგენენ სამეცნიერო-კვლევით ნამუშევრებს პრეზენტაციის სახით. სკოლის სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს მსმენელების შეფასების ორკომპონენტიან სისტემას და მსმენელთა მიერ პროგრამის შეფასებას. სკოლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.



ლექციები ძირითადად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდება, ასევე, თემატიკიდან გამომდინარე, ექსკურსიების ფარგლებში სხვადასხვა სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სივრცეში.
საზაფხულო სკოლა 25 ივლისს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42