როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს პირველი შეფასება მოიწონა, რაც ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერას. ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, თავად საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა აგებულია საქართველოს 4 პუნქტიან გეგმაზე და შესაბამისად, ფონდის მიერ ჩვენი მთავრობის განვითარების გეგმაც მხარდაჭერილია.
ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ საქართველო გააგრძელებს ეკონომიკურ ზრდას, შემდეგი წლის დასაწყისიდან მოსალოდნელია ინფლაციის კლება. „რა თქმა უნდა, გაუმჯობესდება ქვეყნის საგარეო პოზიცია. წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს როგორც ფისკალურ კონსოლიდაციას, ასევე ყველა საბიუჯეტო პარამეტრი მაკროეკონომიკური ზრდისკენაა მიმართული“, - აღნიშნა პირველმა ვიცე პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






