Victoria's Secret-ის წამყვანი "ანგელოზი", 36 წლის ბრაზილიელი მოდელი, ადრიანა ლიმა ინსტაგრამზე სკანდალურ პოსტს აქვეყნებს. მოდელი, რომელიც 18 წელია Victoria's Secret-ის შოუებზე გამოდის, რომელმაც აღიარება და კარიერა VS-ის წყალობით მოიპოვა, აცხადებს, რომ სამსახური დიდი წნეხის ქვეშ აყენებს, "მენტალურად ჯანმრთელი არ არის" და "აღარასოდეს გაიხდის უსარგებლო მიზეზით." ამავრდოულად, Victoria's Secret-ის გენერალურ დირექტორს ედ რაზეკსა და VS-ის რამდენიმე "ანგელოზს" ინსტაგრამზე გამოწერა გააუქმა.
"ზარი მივიღე, იყო თუ არა შესაძლებლობა გადამეღო საკუთარი თავისთვის სექსუალური ვიდეო და სოციალურ მედიაში გამეზაიარებინა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტიპის რამ ბევრჯერ გამიკეთებია, ჩემში რაღაც შეიცვალა როცა მეგობარი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ უბედურია თავისი სხეულის გამო, ამან დამაფიქრა...
დავფიქრდი და მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ყოველი დღე იწყება კითხვით, როგორ გამოვიყურები? მიმიღებენ სამუშაოზე? და ამ მომენტში გავაცნობიერე, რომ ქალების უმრავლესობა ყოველდღიურად ამ კითხვით იღვიძებს, და ვალდებულია მოერგოს იმ სტერეოტიბესა და სტანდარტებს, რომლებსაც მათ საზოგადოება, სოციალური მედია და სამოდელო ბიზნესი უყენებენ. მე ვფიქრობ, რომ ასე ცხოვრება არასწორია და ეს გამოწვევები ქალების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებენ.
მეც მაქვს ეჭვები ჩემი თავის მიმართ და მათი გამოხატვის უკვე აღარ მეშინია. ჩემი სამსახური დიდი წნეხის ქვეშ მაყენებს, ვალდებული ვარ, რომ ისე გამოვიყურებოდე, როგორც საჭიროა. ვფიქრობდი იმაზე, თუ რამდენი რამის გადატანა გვიწევს ქალებს. მე დავიღალე ამდენი ვალდებულებებით, და ჩვენ, ქალებს, ასეთი ზედაპირული ღირებულებებით ცხოვრება აღარ შეგვიძლია. ძალიან უსამართლოა, როცა საზოგადოება გვიწესებს როგორ მოვიქცეთ ან უნდა გამოვიყურებოდეთ. მინდა, რომ ეს შეიცვალოს, დედაჩემის, ბებიაჩემის და ჩვენი წინაპრების გამოც, რომლებსაც ასეთივე წნეხის ქვეშ უწევდათ ცხოვრება და მათი არასდროს არავის ესმოდა.
გადავწყვიტე, რომ ეს ცვლილებები ჩემი თავიდან დამეწყო. უსარგებლო მოტივით აღარასდროს გავიხდი ტანსაცმელს" - წერს ადრიანა ლიმა.
ადრიანას პოსტს თავისი ბოიფრენდი, თურკი მწერალი მეთინ ჰარაც გამოეხმაურა და დაუწერა, რომ ამაყობს ადრიანას ბრძენი სულით.
ესეც ასე, ბრენდის ყველაზე ცნობილი სახე აცხადებს, რომ ის , რასაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა, რამაც ფული და აღიარება მოუტანა, შეცდომა ყოფილა.
მისი პოსტით აღფრთოვანებული, მხოლოდ მისი ბოიფრენდია და თაყვანისმცემლები და მოდის მოყვარულები ამ გადაწყვეტილებას, სწორედ ადრიანას შეყვარებულს "აბრალებენ" და წერენ, რომ ლიმა მეთინ ჰარას გავლენის ქვეშ მოექცა.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ 36 წლის მოდელი აცხადებდა, რომ სურს მინიმუმ 40 წლამდე სამოდელო საქმიანობაში იყოს , რამდენიმე კვირის წინ კი, როდესაც VS-ის შოუზე მეთვრამეტედ გამოვიდა, განაცხადა, რომ უდნა Victoria's Secret-ის შოუზე მინიმუმ 20-ჯერ გამოვიდეს.
VS-ის გენერალური დირექტორის ინსტაგრამზე ფანები ადრიანა ლიმას აკრიტიკებენ და წერენ, რომ იმის მერე რაც ბრენდმა და თავად ედ რაზეკმა ლიმასთვის გააკეთა, მისი მხრიდან ეს დიდი უპატივცემულობა და უმადურობაა.
უცნობია, ასე სკანდალურად დატოვებს თუ არა Victoria's Secrets ბრენდის ყველაზე ცნობილი "ანგელოზი." ფაქტია, ლიმას "უმიზეზოდ გახდა" აღარ უნდა.
ადრიანა ლიმა ბოიფრენდთან ერთად :

მასალის გამოყენების პირობები






