საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციოს უფროსის მეუღლეს მარგველაშვილის PR ჩააბარეს?
საზოგადოება - 17:20, 15 Jul, 2013     2318

 

ამის შესახებ "ნიუპოსტს" კოალიციის ერთერთმა წევრმა უთხრა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა.

 

წყაროს ცნობით, გიორგი მარგველაშვილის შტაბის, უშუალოდ პრეზიდენტობის კანდიდატის აქტივობის გაშუქება ლევან კობერიძის რებრენდინგის ფირმას გადააბარეს. ლევან კობერიძე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ჟურნალისტ სოფო მოსიძის მეუღლეა. წყარო ასევე აცხადებს, რომ ლევან კობერიძის ფირმას არამარტო გიორგი მარგველაშვილის, არამედ კიდევ რამდენიმე უწყების პიარ-მიმართულების კონტროლი აქვს დავალებული.

 

შეგახსენებთ, რომ სოფო მოსიძე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საინფორმაციო სამსახურის უფროსად მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილი ხელმძღვანელი ხათუნა ბერძენიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

 

"ნიუპოსტთან" საუბარში სოფო მოსიძემ უარყო მეუღლის კუთვნილი ფირმისთვის გიორგი მარგველაშვილის PR-ის გადაბარების ფაქტი: "არა, რა სისულელეა, რა შტაბის PR-ის უფროსად? ახლა გავარკვევ, საიდან გავრცელდა ეგ ინფორმაცია", - უთხრა "ნიუპოსტს" სოფო მოსიძემ.

 

ბრენდინგისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია "Branding.ge"-ს დირექტორმა ლევან კობერიძემ განათლება სტოკჰოლმის ბიზნეს სკოლაში, სტრატეგიული მარკეტინგის სპეციალობით მიიღო. კობერიძე საქართველოში მოაზროვნეთა კლუბის "რა? სად? როდის?" დამაარსებელია, პროფესიით კი ექიმი-გინეკოლოგია და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ლექციებს კითხულობს.

 

ლევან კობერიძისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის სექტორის ჩაბარებას უარყოფენ გიორგი მარგველაშვილის შტაბში და "ქართულ ოცნებაში", სადაც აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში, როცა გიორგი მარგველაშვილი გადადგება და ოფიციალურად ჩაებმება წინასაარჩევნო მარათონში, შტაბის შემადგენლობა გამოცხადდება და საზოგადოებისთვის მისი ყველა წევრის შესახებ ინფორმაცია გახდება ცნობილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42