სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ქალაქ სანტა-ბარბარას უახლოვდება.
უკვე ერთ კვირაზე მეტია მეხანძრეები ხანძარს ებრძვიან.
ამ დროისთვის დადასტურებულია ერთი ადამიანის 70 წლის ქალის გარდაცვალება, რამდენიმე დაკარგულად ითვლება.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი სულ უფრო და უფრო მასშტაბური ხდება. ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი ტყეში სწრაფად ვრცელდება.
ცეცხლი 57 870 ჰექტარ ტყის მასივს უკიდია.
სტიქიის გამო სან დიეგოსა და ლოს ანჯელესის მიმდებარე ტერიტორიებიდან, სადაც ხანძრის კერებია, 200 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 20 ათას საცხოვრებელ სახლს ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ცეცხლმა უკვე გაანადგურა ქალაქის ერთერთ ყველაზე მდიდარ რაიონში, ბელ-ეირში მდებარე რამდენიმე სახლი. ქალაქის ხელმძღვანელობა რაიონის მცხოვრებთა ევაკუაციას ახდენს. რაიონში მდებარე სახლებიდან ძვირფასი სურათები და ნივთებიც კი გააქვთ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ბელ ეირში მდებარეობს ბიონსესა და ილონ მასკის სახლები. ხანძარმა მილიარდერ რუპერტ მერდოკის ვენახებიც გაანადგურა, რომელმაც ისინი 29 მილიონი დოლარი გადაიხადა.
მასალის გამოყენების პირობები






