მიხეილ სააკაშვილის სასამართლო, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი უნდა გადაწყდეს, შესაძლოა, დღეს გაიმართოს.
ამის შესახებ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა განაცხადა. მისივე ცნობით, პროკურორები ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის შიდა პატიმრობას და მისთვის ელექტრონული სამაჯურის დამაგრებას მოითხოვენ.
ამ ეტაპზე უცნობია სასამართლო მოსმენის გამართვის ზუსტი დრო.
მიხეილ სააკაშვილი მეორედ 8 დეკმებრის ღამე დააკავეს. ის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის იური პაკინბოროდას სახლში იმყოფებოდა.
უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პირველად, 5 დეკემბერს, სპეცრაზმა აიყვანა. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. ის სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ შეძლო, რადგან მისმა მხარდამჭერებმა, იმ მანქანის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით, კი ის მიკროავტობუსიდანაც გაათავისუფლე და რადასასთან გადაინაცვლეს. სააკაშილს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვას ედავებიან
მასალის გამოყენების პირობები






