"არაბულ სახელმწიფოთა ლიგა" ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს გააუქმოს მიღებული გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ. მიმართვა ეგვიპტეში არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომაზე მიიღეს.
კომუნიკეში ნათქვამია, რომ ტრამპის გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების საშიში დარღვევაა.
ამავე დოკუმენტის თანახმად, არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უარყოფენ ნებისმიერ ცალმხრივ ნაბიჯებს იერუსალიმის საერთაშორისოდ აღიარებული სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით და ამ გადაწყვეტილებით ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის, როგორც რეგიონში სამშვიდობო პროცესის შუამავალის თვითიზოლაცია მოახდინა.
განცხადება გააკეთა ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ჯებრან ბასილიმ, რომელიც თვლის, რომ ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ აშშ-ს სანქციები უნდა დაუწესდეს.
მასალის გამოყენების პირობები






