„არა ქუჩის აკადემიას, არა დანაშაულს, ჩვენ გვსურს განვითარება“ - სტუდენტები 28 იანვარს საპროტესტო აქციას აანონსებენ. კამპანიის ინიციატორი შავი ზღვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, ნიკოლოზ გაგუაა. ჩანაფიქრის განხორციელებაში კი მას მეგობრები თორნიკე სვანიძე, ნიკა საბანიძე და ლიზი ლემონჯარია ეხმარება. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მსგავსი კამპანიის წამოწყების აუცილებლობა დანაშაულის ჩადენის შემაშფოთებელმა ზრდამ განაპირობა. მათივე განმარტებით, შექმნილი ვითარება მხოლოდ სახელმწიფოს პრობლემა არაა და ამ პრობლემის გადაჭრაში საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს.
ყველა იდეის ინიციატორი და ორგანიზატორი გახლავთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი - ნიკა გაგუა.
ნიკა გაგუს განცხადებით შემუშავდება არაერთი პროექტი და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქუჩის მენტალიტეტი აღმოიხვფრას.
ორგანიზატორების მიერ განვრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ
"1. ჩვენს მიერ ჩამოყალიბდა ჯგუფი „არა დანაშაულს, არა ქუჩის აკადემიას“ . აღნიშნული დაუნდობელ ბრძოლას უცხადებს ქუჩის მენტალიტეტს და მის აღმოსაფხვრელად შემუშავდება არაერთი პროექტი, განვახორციელებთ მოზარდების სამართლებრივი შეგნების განვითარებას და დავამსხვრევთ „ქუჩურ“ სტერეოტიპებს, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს საზოგადოებაში და განსაკუთრებით მოზარდებში.
2. თინეიჯერი დროთა განმავლობაში გაანალიზებს, რომ მისი ცხოვრებისეული სტილი მნიშვნელოვნად ხელყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. მას გათვითცნობიერებული ექნება დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შემდგომი ფაქტორები, თუ რატომ არის საჭირო პოლიციასთან თანამშრომლობა, ასევე თუ როგორ დაიცვას თავი მშვიდობიანი, დიპლომატიური და არა ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით. ჩვენი მიზანია, რომ თინეიჯერმა დახმარების შემთხვევაში უპრობლემოდ შეძლოს შესაბამისი ეკიპაჟის გამოძახება.
3. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს შინგან საქმეთა სამინისტროსა და საზოგადოებას შორის ჩამოყალიბდეს მჭიდრო თანამშრომლობა იმისთვის, რომ მომავალი თაობა ჩამოყალიბდეს სრულფასოვან, კანონმორჩილ და ღირსეულ საზოგადოების წევრად. " ( წყაროს ლინკი - https://www.facebook.com/pg/arakuchisakademias/about/?ref=page_internal)


მასალის გამოყენების პირობები






