უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს სახლთან, სადაც ავტომაიდნის“ მონაწილეები აქციას მართავენ, დაპირისპირება მოხდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ლუცენკოს სახლთან ბლოკ პეტრო პოროშენკოს დეპუტატი, ოლეგ ბარნი მივიდა.
ბარნმა აქტივისტებს მიმართა, რომ ისინი თანხის გამო იყვნენ შეკრებილები, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
დეპუტატის განცხადებით გაღიზიანებულა აქტივისტებმა, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. რამდენიმე წუთში დეპუტატმა ოლეგ ბარნმა მომხრეებთან ერთად ტერიტორია დატოვა.
შეგახსენებთ, უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს სახლთან „ავტომაიდნის“ მონაწილეები აქციას მართავენ. აქციაში 200-მდე ავტომობილი მონაწილეობს.
აქციის მონაწილეები გენპროკურორს მოუწოდებენ, ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროზე ზეწოლა შეწყვიტოს და მის გადადგომას ითხოვენ.
უკრაინის გენერალური პროკურორის სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. მედიის ინფორმაციით, ლუცენკო სახლში არ იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები






